ამერიკის სახელმწიფოების ორგანიზაცია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ამერიკის სახელმწიფოების ორგანიზაცია - დასავლეთ ნახევარსფეროს სახელმწიფოთა სამთავრობათაშორისი საერთაშორისო ორგანიზაცია. შეიქმნა 1948 წელს. შედის 35 სახელმწიფო აშშ-ის ჩათვლით.

საწესდებო მიზნები

საწესდებო მიზნებია:

  • რეგიონში მშვიდობის და უსაფრთხოების შენარჩუნება;
  • წევრ ქვეყნებს შორის სადავო საკითხების მშვიდობიანი გადაწყვეტა;
  • აგრესიის წინააღმდეგ ერთობლივი მოქმედება;
  • პოლიტიკური, ეკონომიკური და სამართლებრივი პრობლემების გადაჭრა;
  • სოციალური, ეკონომიკური და კულტურული განვითარების ხელშეწყობა.

უმაღლესი ორგანო

უმაღლესი ორგანო – ყოველწლიური გენერალური ასამბლეა, რომელიც ორგანიზაციის საერთო პოლიტიკას განსაზღვრავს. პერიოდულად ტარდება საგარეო საქმეთა მინისტრების საკონსულტაციო თათბირები. მასთან მოქმედებს თავდაცვის კომიტეტი, რომელშიც შედიან უმაღლესი სამხედრო წარმომადგენლები. მუდმივმოქმედი ცენტრალური აღმასრულებელი ორგანო – გენერალური სამდივნო. ძირითადი ორგანოების ადგილსამყოფელი -ვაშინგტონი.



წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები