ამიერკავკასიის სამხედრო ოლქი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ამიერკავკასიის სამხედრო ოლქი

ამიერკავკასიის სამხედრო ოლქი, საბჭოთა კავშირის სამხედრო-ადმინისტრაციული ერთეული ამიერკავკასიაში. მისი ისტორია იწყება 1921 წლის მაისში შექმნილი ცალკე კავკასიის არმიიდან.

ამიერკავკასიის სამხედრო ოლქი ჩამოყალიბდა 1935 წლის მაისში საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანის სს რესპუბლიკების, ჩრდილო ოსეთისა და დაღესტნის ავტონომიური სს რესპუბლიკების ტერიტორიაზე.

გერმანია-სსრ კავშირის ომის დროს, 1941 წლის 23 აგვისტოს გარდაიქმნა ამიერკავკასიის ფრონტად. ხელახლა შეიქმნა II მსოფლიო ომის შემდეგ, 1946 წლის მაისში, თბილისის და ბაქოს სამხედრო ოკრუგების (ოლქი) გაერთიანებით. მოიცავდა საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის ტერიტორიებს, მმართველობის ცენტრით თბილისში. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 1993 წლის იანვარში გარდაიქმნა რუსეთის ჯარების ჯგუფად ამიერკავკასიაში.




წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები