ამიერკავკასიის ფრონტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ემბლემა

ამიერკავკასიის ფრონტი - საბჭოთა ჯარების ოპერატიულ-სტრატეგიული გაერთიანება გერმანია-საბჭოთა კავშირის ომის (1941–45) დროს. ჩამოყალიბდა ამიერკავკასიის სამხედრო ოკრუგის (ოლქი) ბაზაზე 1941 წლის 23 აგვისტოს.

ფრონტის ოპერატიულ დაქვემდებარებაში იყო შავი ზღვის ფლოტი და აზოვის სამხედრო ფლოტილია. 1941 წლის ბოლოს გარდაიქმნა კავკასიის ფრონტად, ხოლო 1942 წლის 15 მაისს კვლავ აღდგა ძველი სახელწოდებით. ამიერკავკასიის ფრონტის ჯარებმა 1942 წელს ჩაატარეს ნოვოროსიისკის, მოზდოკმალგობეკის, ნალჩიკ-ორჯონიკიძისა და ტუაფსის თავდაცვითი ოპერაციები, ხოლო 1943 წელს ჩრდილო კავკასიის შეტევითი ოპერაცია. 1945 წლის 25 აგვისტოს ამიერკავკასიის ფრონტის ბაზაზე შეიქმნა თბილისის სამხედრო ოკრუგი. სარდლები: გენერალ-მაიორი დ. კოზლოვი (1941 აგვისტო-დეკემბერი), არმიის გენერალი ი. ტიულენევი (1942 მაისი – 1945 ივლისი).




წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები