ამილახვრების სახლი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ამილახვრების სახლი

ამილახვრების სახლი - არქიტექტურული ძეგლი ქალაქ გორში. აგებულია XIX ს. მიწურულში.

ძეგლი სახეშეცვლილია: აივანი შემინულია, დაქუცმაცებულია ტიხრებით; აღარ არსებობს სადარბაზოს შესასვლელზე მიდგმული ლითონის პორტიკი; აგრეთვე ფასადის მარცხენა მხარეს ადრე არსებული ფართო შეისრული თაღი, რომელშიც ლითონის ორნამენტირებული ალაყაფის კარი ეკიდა.

ამილახვრების სახლი ერთსართულიანია, დგას ცოკოლზე. გეგმით წაგრძელებული სწორკუთხედია (36X18 მ.); ნაშენია აგურით. შესასვლელი ორი აქვს – ქუჩიდან (სადარბაზო) და ეზოდან (ხისსვეტიან აივნიდან). გეგმა კორიდორული სისტემისაა. ერთმანეთისაგან იზოლირებული საცხოვრებელი ოთახები გრძელი დერეფნის ორივე მხარესაა განლაგებული. დერეფნის ბოლოში დამხმარე სათავსებია ეზოს მხარეს, შუაში – წაგრძელებული სადარბაზო ოთახია (დაახლ. 90 კვ.მ.), რომელიც აივანზე გადის, აივნის ორივე მხარეს, ერთმანეთის სიმეტრიულად თითო მეოთხედწრიული კიბეა, ინტერიერში საყურადღებოა შორენკეცებითა და თაბაშირის ორნამენტული დეტალებით მორთული ბუხარი (სადარბაზოში) და 3 ღუმელი. სარდაფში ჩასასვლელი ეზოდანაა. სარდაფის კიბის ორფერდა სახურავი ლითონის სხმულ, ორნამენტიან სვეტებს ეყრდნობა. შენობის მთავარი ფასადი არქიტექტურული დეკორით (რთული პროფილები, ლავგარდანი, მაღალი პარაპეტი, შვერილი პილასტრები და ა.შ.) მდიდრულადაა მორთული. პილასტრები ფასადს არათანაბარ მონაკვეთებად ყოფს. შენობის ცენტრი მკვეთრად არის გამოყოფილი. მისი არე განიერია. პარაპეტზე დადგმულია ქონგურისებრი დეტალი, რომელშიც ადრე ჩასმული იყო საგვარეულო გერბის რელიეფური გამოსახულება. შენობის კედელი რუსტირებულია ნალესობაში გამოყვანილი ღარებით. პილასტრები დანაწევრებულია სხვადასხვა სირთულის ჰორიზონტალური პროფილებით, რომლებიც განლაგებულია ცოკოლის, სარკმლების, ლავგარდნისა და პარაპეტი ს დონეზე. სარკმლებს მსგავსი მოჩარჩოება აქვს. მთელ ფასადს გასდევს ძლიერ შვერილი ლავგარდანი.

წყარო

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები