ამილახორი გივი (II)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ამილახორი გივი (II) - ოსმალობის პერიოდში ქართლის სანჯაყის გამგებელი, 1741 წ-დან ქართლის ვექილი; 1745 წ-დან ირანის გვარდიის ყულარაღასი, მაზანდარანისა და გულისტანის პროვინციების მმართველი, 1749 წ-დან ზემო ქართლის სადროშოს სარდალი და გორის მოურავი;

პოლიტიკურ ასპარეზზე ჩანს 1722 წლიდან; 1727 წ. ოსმალების მიერ დაინიშნა ზემო ქართლის სანჯაყის გამგებლად, გადაარჩინა თბილისის სიონი ოსმალთაგან დანგრევას; 1734-1735 წწ. ნადირ-შაჰთან ერთად ებრძოდა ოსმალებს; 1737 წ. გორიდან განდევნა ოსმალები; 1736 წ. სათავეში ჩაუდგა ანტიირანულ აჯანყებას (შანშე ქსნის ერისთავთან და ვახუშტი აბაშიძესთან ერთად); 1737 წ. ავღანეთში იბრძოდა ირანის სამხედრო ძალების შემადგენლობაში; 1741 წ. დაინიშნა ქართლის ვექილად, დაუმტკიცდა ამილახვრობა და ქსნის ერისთავობა; 1742 წ-იდან ისევ ირანელთა წინააღმდეგ აჯანყების წინამძღოლია; 1745 წ. თეიმურაზ II-მ გააგზავნა ირანში, სადაც მიიღო ისლამი (ეწოდა შაჰყული-ხანი) და გახდა ირანის გვარდიის ყულარაღასი, მაზანდარანისა და გულისტანის პროვინციების მმართველი; 1747 წ. ნადირ-შაჰმა გადაწყვიტა ურჩობისათვის დაესაჯა თეიმურაზ II და ერეკლე II და გივი ამილახორს დაავალა, 30 ათასი კაცით საქართველოში შემოჭრილიყო. ამ განზრახვას ხელი შეუშალა შაჰის სიკვდილმა.

1749 წ. სხვა ქართველებთან ერთად ხელში ჩაიგდო შაჰის საგანძური და საქართველოში დაბრუნდა. ამის შემდეგ დარჩა თბილისში და მიიღო თბილისის მოურავობა. ეწეოდა აღმშენებლობით საქმიანობას, ფინანსურ და სამხედრო დახამრებას უწევდა თეიმურაზ II-სა და ერეკლე II-ს.

სიცოცხლის უკანასკნელ წლებში გივი ამილახორმა არაერთი დანგრეული ეკლესია-მონასტერი აღადგინა ქართლში, იმერეთსა და სამცხეში.

წყაროები და ლიტერატურა

  • ვახუშტი 1973: 450, 452, 458, 460, 465, 501, 600, 631;
  • სეხნია ჩხეიძე 1913: 49;
  • პაპუნა ორბელიანი 1981: 46-50, 52, 55-64, 66-73, 90-98.149-154;
  • ქსოის 1984: 45;
  • ხეც: Sd-1903, Hd-9703;
  • სეა, 1448-769; ხეც, Qd-8925;
  • სეა: 1461-3/133, 1448-5032, 1449-285; ხეც: Hd-2127, Hd-2134;
  • გსიემ 4640-147/185;
  • სეა, 1450-45/132;
  • ხეც: Hd-2127, Hd-2134;
  • ქიქოძე 1963: 111-112;
  • სინ 1973: 448, 453-454, 602-603;
  • ლომიძე 2007: 127-149.

წყარო

ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები