ამირი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ამირ-ი (ლაკ. Амир) – ლაკური ეპოსის პერსონაჟი, ღმერთთან მებრძოლი გმირი; იბადება მონადირისა და მშობიარეთა და ჩვილთა ანტაგონისტის – ალმას ხათუნის („ალ ფაბი“) – კავშირისაგან. გოლიათური ზომის ამირს ზებუნებრივი ძალ-ღონე აქვს: უზარმაზარ ლოდებს უფსკრულში ყრის, რის გამოც მიწა იძვრის; მთაში სიცივისაგან ლამის გაყინული ქალიშვილებისათვის ღმერთ ზალს სტაცებს ცეცხლს და იწვევს ორთაბრძოლაში; განრისხებული ზალი მას კლდეზე მიაჯაჭვავს; ამირის ცრემლისგან ჯაჭვი ჟანგდება და წვრილდება, მაგრამ მჭედლების მიერ გრდემლზე კვერის დაკვრით იგი კვლავ მსხვილდება. მხოლოდ არწივმა იცის, სად არის გმირი მიჯაჭვული (ამირანი).



ლიტერატურა

Халилов Х. М. Амир // Мифологический словарь. Главный редактор Е. М. Мелетинский. М., 1991.

წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები