ამონა ვახტანგ მოძარღულის ძე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ამონა ვახტანგ მოძარღულის ძე - (IX ს.), კალიგრაფი, უძველესი ქართული თარიღიანი ხელნაწერის, 864 წ. სინური მრავალთავის (ინახება სინის მთის წმ. მოწამე ეკატერინეს მონასტერში, აკინძულია სამ წიგნად – № 32-57-33), გადამწერი (ზოგიერთი მოსაზრებით, ერთ-ერთი გადამწერი). ხელნაწერის შემქმნელ-მომგებელი მაკარი ლეთეთელი ანდერძში აღნიშნავს, რომ „ღირს-მყო ღმერთმან შესაქმედ წმიდისა ამის წიგნისა მრავალთავისა... ჴელთწერითა დედის ძმისწულისა ჩემისა ამონა ვახტანგ მოძარღულისა ძისაითა“. მიუხედავად იმისა, რომ ანდერძში ხელნაწერის გადამწერად მხოლოდ ამონა არის დასახელებული, მკვლევრები პალეოგრაფიული და ენობრივ-ორთოგრაფიული ნიშნების მიხედვით მასში სამ (ა.შანიძე, ი. იმნაიშვილი) ან რვა (ლ. ქაჯაია) ხელს გამოყოფენ. მაკარი და ა. წმ. გრიგოლ ხანცთელის მოწაფეებად ითვლებიან (კ. კეკელიძე), ხოლო ზოგიერთი ვარაუდით, ანდრიასა და პეტრესთან ერთად, თანახმად „სერაპიონ ზარზმელის ცხოვრებისა“, ოპიზის „დიდი უდაბნოს“ მაშენებლები არიან (ი. იმნაიშვილი).

ვ. სილოგავა

ლიტერატურა

  • იმნაიშვილი ი.,სინური მრავალთავი, თბ., 1975;
  • სინური მრავალთავი 864 წ., ა. შანიძის რედ. თბ., 1959.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები