ამრიტა (მითოლოგია)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ამრიტა(ინდ.) უკვდავების სასმელი, რომელიც ვიშნუს რჩევით ოკეანის წყლების ათქვეფით მოიპოვეს ღმერთებმა და ასურებმა, მაგრამ ამ უკანასკნელთ არ ერგოთ იგი: მზეთუნახავად ქცეული ვიშნუს ხილვით მოხიბლულებმა დათმეს იგი.

ამრიტით სავსე სასმისს ორი საშინელი ურჩხული იცავს. მხოლოდ გარუდამ მოახერხა მისი მოტაცება. ინდრამ ღმერთებს დაუბრუნა ამრიტა. სამაგიეროდ, გარუდას გველი განუკუთვნა საჭმელად, მისი მოთხოვნისამებრ.


Logo1.JPG ამრიტა მრავალმნიშვნელოვანი

წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები