ამულიუსი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ამულიუსი(რომ.) ლატიუმის უძველესი ქალაქის, ალბა-ლონგას მეფე. ლატიუმის ცენტრად მიჩნეული იყო რომი.

ქალაქი ალბა-ლონგა დააარსა ენეასის ძემ იულიუსმა, რომელსაც ადრე ერქვა ასკანიუსი. მალე ქალაქი ენეასის დინასტიის რეზიდენციად იქცა. ამულიუსამდე ალბა-ლონგას მეფე იყო მისი უფროსი ძმა ნუმიტორი. შურით აღსავსე ამულიუსმა შეაგროვა ჯარი და ტახტიდან ჩამოაგდო ძმა, ხოლო მისი ქალიშვილი, რეა-სილვია ვესტას ტაძარში წარგზავნა ქურუმად (ვესტალისად). მაშინ წარმოუდგენელი რამ მოხდა: რეა-სილვიამ შვა ტყუპი ძმა – რომულუსი და რემუსი. ასეთი იყო ღმერთების ნება. ახალშობილთა მამა იყო მარსი. ეს ყველამ ირწმუნა, გარდა ამულიუსისა. მან ვესტალისის მოკვლა, ხოლო ბავშვების მდინარე ტიბერისში გადაგდება ბრძანა. მარსმა იხსნა ტყუპები, რომლებმაც შემდგომ მოკლეს ამულიუსი, რათა ტახტი დაებრუნებინათ ნუმიტორისათვის.


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები