ამყოლაძე თემურ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
თემურ ამყოლაძე

ამყოლაძე თემურ – (1957), ქართველი პოეტი, მწერალი, პუბლიცისტი, ლიტერატურის ისტორიის მკვლევარი. დაიბადა სოფელ როდინოულში (ზესტაფონი). 1978 წ დაამთავრა ქუთაისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი, ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით. პირველი ლექსი გამოაქვეყნა 1978 წელს; იბეჭდება ლიტერატურულ ჟურნალ-გაზეთებში. ავტორია რამდენიმე წიგნისა:„დავიწყებული ამბავი” (1990), „ყაჩაღი დვალიშვილები” (1996, გივი ტყეშელაშვილთან ერთად), „ოცი წლის წინათ” (ლექსები. 2007), „ზღვარი” (ესეებისა და კრიტიკული წერილებისერთტომეული, 2008), „დადეშქელიანების ამბავი” (2014), ასევე ქრონიკებისა – „მიტროპოლიტ ნაზარის უკანასკნელი დღეები”, „მამია გურიელის გახსენება”, „იზიუმსკები”, „წმინდა გიორგის ეკლესიის მცირე ნეკროპოლი” და სხვა. 1981 წლიდან მუშაობს ჟურნალ „განთიადის" რედაქციაში, არის რედაქტორის მოადგილე, არის ქუთაისში გამოსული არაერთი ლიტერატურული გაზეთისა და მრავალი წიგნის რედაქტორი, იკვლევს ქართული ლიტერატურის ისტორიის საკითხებს.


წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები