ამცეგი
ამცეგ-ი, ამცეკ-ი ირ., ენცეგ-ი დიგ. (ოს. Æмцег, æмцек, енцег) – ათალიყობის ჩვეულებით, ე. წ. ამცეგძინადით დანათესავებული ოჯახები, ასევე თვით ეს ნათესაობა. ამ ტერმინით აღინიშნებოდა აღმზრედელიცა და აღზრდილიც და მათი ოჯახების წევრები ერთმანეთის მიმართ. ამცეგის პარალელურად ოსურ ენაში გვხვდება ტერმინი ყანი (хъан), რომელიც აღნიშნავს ოსი დიდგვაროვანის მიერ აღზრდილ ყაბარდოელი თავადის ან გლეხის მიერ აღზრდილ ოსი ფეოდალის ვაჟს. როგორც ჩანს, ტერმინ ყანს სოციალური დატვირთვა აქვს.
ამცეგებს შორის ურთიერთობა თანხლებული იყო ისეთივე უფლება-მოვალეობებითა და ვალდებულებებით, როგორსაც სისხლით ნათესაობა ითვალისწინებდა (მონაწილეობდნენ თვით სისხლის აღების წესშიც კი).
Æмцег-ი თურქული წარმომავლობის სიტყვაა და „დედის ძუძუს“, „ძუძუს“ აღნიშნავს. კავკასიის თურქულენოვანი ხალხების გარდა მას იცნობენ ვეინახებიც (ჩეჩნური „ემჩეგი“, ინგუშური „ემჩაგი“).
ლიტერატურა
- Бязыров А. Х. Сказки об аталыках и воспитанниках – «хъанах» // ИЮОНИИ. 1980. Вып. XXV;
- Дзадзиев А. Б. К вопросу об аталичестве у осетин во второй половине XVIIIXIX в. // КССАКЧ. Л., 1983; მისივე, Формы искусственного родства у осетин // ВАЭСО. Орджоникидзе, 1984.