ანაბაბტისტები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ანაბაბტისტები - (ბერძნ. anabaptistés, წარმოებული ზმნიდან anabaptízein „ხელახლა მონათვლა“; შემდეგ ლათინურში მიიღო ფორმა anabaptista) პროტესტანტები, რომლებიც უარყოფდნენ ბავშვების ნათლობას და სექტაში შესულებს თავიდან ნათლავდნენ.

ანაბაპტისტები XVI ს.-დან აღნიშნავს, ასევე, კატაბაპტისტებად, ბაპტისტებად ან ხელახლა მნათვლელებად წოდებულ პროტესტანტებს. ამასთანავე, გადატანითი მნივნელობით ანაბაპტისტი აღნიშნავს იმ პროტესტანტებს, რომლებიც უარყოფენ ბავშვების ნათლობას და მხოლოდ ზრდასრულ ადამიანებს ნათლავენ, თანაც ნათლობა სრულდება არა როგორც საიდუმლო, არამედ, როგორც „მცნება“.

ვიწრო ისტორიული თვალსაზრისით, ანაბაპტისტები, ლუთერის განსაზღვრების თანახმად, ის „ფანატიკოსები“ არიან, რომლებიც „ცვიკაუს წინასწარმეტყველებს“ უწოდებდნენ თავს და რომელთა მეთაურიც 1520 წელს გახდა თომას მიუნცერი ვალდშუდან. იგი, მილენარისტული და სოციალისტური იდეებით შთაგონებული, 1525 წლის „გლეხთა ომში“ ჩაება ეგრეთ წოდებული „თორმეტი მუხლის“ დასაცავად. დამარცხების შემდეგ მიუნცერი დაატყვევეს და თავი მოკვეთეს, თუმცა მეთაურის სიკვდილის შემდეგ სექტას არსებობა არ შეუწყვეტია, – ის უმთავრესად გერმანიაში, შვეიცარიასა და ნიდერლანდებში გავრცელდა.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები