ანათემა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ანათემა - (ბერძ.) შეჩვენება, ეკლესიიდან განკვეთა, უმაღლესი საეკლესიო სასჯელი.

ღმრთისადმი მიძღვნილი „აღთქმული შესაწირავი“; შემდეგ, ბიბლიურ ბერძნულ ენაში აღნიშნავდა ღმრთისათვის პატივის მისაგებად განადგურებულ პირს ან საგანს; დასასრულ, ქრისტიანული გაგებით, ამ სიტყვამ „შეჩვენების“ მნიშვნელობა შეიძინა. საეკლესიო ენაში ანათემა ერეტიკული ან არასწორი დებულების დაგმობას ან განკვეთას აღნიშნავს. ეს უკანასკნელი წარმოადგენს გამაჯანსაღებელ დამსჯელ სანქციას ან საეკლესიო სადისციპლინო ზომას, რომლის ძალითაც მორწმუნე გამორიცხულია ეკლესიასთან ერთიანობისაგან და მოკლებულია სულიერ სიკეთეს.




წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები