ანათი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ანათი(უგარიტ.) ნადირობისა და ბრძოლის ქალღმერთი, ილუს და აშერათუს ასული, ბაალის დაც და მეუღლეც, მისი შემწე და მეოხე უზენაესი ღმერთის წინაშე, მისი დამტირებელი და შურისმგებელი, რითაც იგი ეგვიპტელ ისისს გვაგონებს. იგი ისისივით ეძებს მოკლული ბაალის ცხედარს, პოულობს და მარხავს მას ცაფონის მთაზე. მერე კი შურს იძიებს მუთუზე, ფქვავს, წვავს მის სხეულს და ფანტავს ყანაში, რის შემდეგაც ცოცხლდება ბაალი. ანათი „ხალხის რძლად“ იწოდება, რაც შეიძლება იმას ნიშნავდეს, რომ უგარიტში იგი სხვა ქვეყნიდან არის მოსული. მაგრამ ამავე დროს უგარიტის ყანების მითოსურ სახელწოდებაში „აშერათუსა და ქალწულის ყანა“ ქალწულში ანათი იგულისხმება. მისი სხვა სახელია „რახმაი“ (მწყალობელი): „ყანა აშერათუსი და რახმაისა“.


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები