ანანომ საბათი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ანანომ საბათ-ი (ოს. Æнæном сабат – „უსახელო შაბათი“) – ქვრივი ქალის მდგომარეობა, როდესაც იგი, გარდაცვლილი ქმრის სახელზე გასამართი ყველა ტრადიციული წეს-ჩვეულების შესრულებისა და სამგლოვიარო სამოსის გახდის შემდეგ, დიდხანს არ თხოვდება. ოსური ტრადიციით, ახალგაზრდა ქვრივი ქალი ვალდებული იყო შთამომვლობა გაეჩინა. ამიტომ იგი, წლის განმავლობაში ყველა აუცილებელი წესის დაცვის შემდეგ, ახალი ქორწინებისთვის მზად ითვლებოდა. თუ სათანადო წინადადება არ შემოდიოდა, ქალს „ანანომ საბათს“, ანუ არარსებულ შაბათს უწოდებდნენ. თუკი ქვრივის მსურველი გამოჩნდებოდა, იგი გარკვეულ წესს იცავდა: ხმალს ქალის საწოლთან ჰკიდებდა. თუ ეს უკანასკნელი წინააღმდეგი იყო, იარაღს წინკარში გაიტანდა; თანხმობის შემთხვევაში ხმალს იმავე მდგომარეობაში ტოვებდა და ღამით მამაკაცი მასთან ისე მიდიოდა, როგორც კანონიერ ცოლთან. ოსებში მოქმედი ლევირატის წესის პირობებში, თუ გარდაცვლილის ძმები ბევრნი იყვნენ, ქვრივი მათგან რომელიმეს შეარჩევდა და ეტყოდა: „იარაღი ჩემს კედელზე (ე. ი. საწოლთან) დატოვე“.



ლიტერატურა

  • Калоев Б. А. Осетины: Историко-этнографическое исследование. 2-е изд. М., 1971;
  • Дзуцев Х. В., Смирнова Я. С. Семейные обряды осетин. Владикавказ, 1990;
  • Дзадзиев А. Б., Дзуцев Х. В., Караев С. М. Этнография и мифология осетин. Владикавказ, 1994.



წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები