ანან ლძაანიხა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ანან ლძაანიხა (აფხ. Анан Лӡааныха) – ასე უწოდებდნენ აფხაზები ბიჭვინთის ღვთისმშობლის ტაძარს, უფრო ზუსტად ტაძრის მიმდებარე ტერიტორიას, სადაც თავის დროზე რამდენიმე მუხის ხე იდგა. ხატის საბრძანისად მიიჩნევდნენ არა ტაძარს, არამედ ხეთაშორის ადგილს. სწორედ აქ, ტაძრის გარეთ, ყოველწლიურად კვირა დღეს ლოცულობდნენ და ანან ლძაანიხას მსხვერპლს სწირავდნენ; იმართებოდა სახალხო დღესასწაული „ქადაჩის“ სახელწოდებით; კლავდნენ თხას ან ცხვარს, სანთლებს ტაძარში ყიდულობდნენ. მომავალ კვირას კვლავ ლოცულობდნენ. ამ ლოცვას „ხიანჰვი“ ერქვა. აფხაზებმა აქვე იცოდნენ ფიცის დადებაც. დანაშაულში ეჭვმიტანილი პირი მუხის ხეებს შორის დგებოდა, ხელში მუხის ხის ტოტს დაიჭერდა, მაღლა ასწევდა და იტყოდა: „ვფიცავ ამ სალოცავს, რომ მე არ ვარ დამნაშავე იმაში, რასაც დღეს მომაწერენ“, ტოტს ძირს აგდებდა და გვერდზე გადგებოდა. ასე დაფიცების შემდეგ ეჭვმიტანილს გამართლებულად ჩათვლიდნენ.

ანან ლაძაანიხას, აფხაზის აზრით, რაიმე გარკვეული სახე არ ჰქონდა. ეს იყო „ღრუბლის მსგავსი“ ძალა, რომელიც „დიდრიფშ ანიფსნიხასთან“ (დიდრიფშის ღვთისმშობლის მიძინების ხატი) გაფრენისას ცეცხლოვანი სფეროს სახეს იღებდა, ჰქონდა თავი და კუდი და ნაპერწკლებს ჰყრიდა. აქვე უნდა ითქვას, რომ აფხაზთა უმრავლესობამ XIX ს-ში მარიამ ღვთისმშობელზე თითქმის არაფერი იცოდა (მართალია, ანან ლძაანიხას ქალღვთაებად მიიჩნევდნენ, მაგრამ დიდრიფში ანიფსნიხას მამრობითი სქესის ღვთაებად თვლიდნენ).


ლიტერატურა

  • А. Чукбар. Анан-Лдзаа-ных // СЗМ. 1915. № 9, 10, 11;
  • Ш.Д. Инал-ипа. Абхазы (Историко-этнографические очерки). Сух., 1965.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები