ანასტასია აბდუშელიშვილი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ანასტასია ვირსალაძე-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ანასტასია ვირსალაძე (აბდუშელიშვილი)

ანასტასია დავითის ასული ვირსალაძე (აბდუშელიშვილი) - (29. X. 1883, ქუთაისი, – 5. IX. 1968, თბილისი), ქართველი პიანისტი და პედაგოგი, ქართული პიანისტური (საშემსრულებლო და პედაგოგიური) სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი. საქართველოს სახალხო არტისტი. (1960).

1909 ვირსალაძემ წარმატებით დაამთავრა პეტერბურგის კონსერვატორია პროფესორ ა. ესიპოვას ხელმძღვანელობით (პირველი ქართველი მუსიკოსი ქალი, რომელმაც მიიღო უმაღლესი მუსიკალური განათლება). 1921-68 იგი პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა თბილისის კონსერვატორიაში, 1932-იდან პროფესორია. მრავალი წლის მანძილზე მუშაობდა კათედრის გამგედ. 1926 ვირსალაძე შემოქმედებითი მივლინებით იყო ბერლინში. ეწეოდა საკონცერტო მოღვაწეობას. იყო პიანისტების II (1935) და III (1937) საკავშირო კონკურსების ჟიურის წევრი. კონსერვატორიასთან „ნიჭიერ ბავშვთა ჯგუფის“ დაარსებიდან (1934, 1938-იდან ცენტრალური მუსიკალური ათწლედი) მისი პროფესორია. აღზარდა 100-ზე მეტი მოწაფე (მათ შორის დ. ბაშკიროვი, ე. ვირსალაძე, ლ. ვლასენკო). შექმნა საფორტეპიანო სკოლა, რომლისთვისაც დამახასიათებელია სტილის ფაქიზი შეგრძნება, დახვეწილი გემოვნება, ბგერის მაღალი კულტურა. (გ. ტორაძე)



იხილე აგრეთვე

ანასტასია ვირსალაძე

წყარო

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები