ანაფორა (ლოცვა)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ანაფორა - საღვთო ლიტურგიის ნაწილს ეწოდება ევქარისტიული კანონი, ანუ ანაფორა, რაც „ამაღლებას“ ნიშნავს.

ახლა ძღვენი ამაღლდება უფლისადმი და მას აკურთხებს სულიწმინდა, რომელიც გარდამოვა, რათა ის გარდაქმნას ქრისტეს ჭეშმარიტ ხორცად და სისხლად. ანაფორის აღსრულების წესი მომდინარეობს ძველი აღთქმის წესიდან, რომელსაც აღასრულებს დაგარდაქმნის ქრისტე. ანაფორა იწყება შემდეგი სიტყვებით:

„ვსდგეთ კეთილად, ვსდგეთ შიშით; მოხედენ, წმინდასა ამას შესაწირავსა, მშვიდობით შეწირვადსა”.

ხალხი პასუხობს:

„წყალობა, მშვიდობა, შესაწირავი ქებისა”.

„წმინდა შესაწირავი“ არის თვით ქრისტე, ძე ღვთისა, რომელიც გახდა ძე კაცისა, რათა თავისი თავი მამისთვის შეეწირა. სწორედ ქრისტეა ამ ქვეყნიერებისთვის გაღებული ის სრულყოფილი მსვერპლი, რომელსაც მოაქვს უფლის მოწყალება. და ქრისტეა ერთადერთი ღირსი „შესაწირავი ქებისა“, რომლის ღვთისადმი მიძღვნაც შეუძლიათ ადამიანებს. რადგან უცოდველებიც რომ ვყოფილიყავით, მაინც ვერ შევძლებდით ღმერთისადმი მადლიერების ღირსეულად გამოხატვასა და ღვთის დიდებას. მხოლოდ თვით ძე ღვთისა, რომელიც ადამიანთა მოდგმას ეკუთვნის, გვხდის ღმერთის სიწმინდისა და მადლის ღირსად.

ამგვარად, ქრისტეში ყველაფერი აღვსებულია და აღსრულებულია. ქრისტე არის შესაწირი ქვეყნიერებისათვის, შერიგება და მიტევება. იგი არის მსხვერპლი ლოცვისა, მადლიერებისა და დიდებისა. მასში ხდება მიტევება ყველა ადამიანური ცოდვისა და უსჯულოებისა. მასში აღსრულდება ადამიანის ყველა დადებითი მისწრაფება. მასში და მხოლოდ მასში არსებობს ადამიანის ყველა გზა ღმერთისკენ და ღმერთის ყველა გზა ადამიანებისაკენ, რომლებიც ერთიანდებიან ერთ წმინდა ზიარებაში. მხოლოდ მისი მეშვეობით აქვთ ადამიანებს „მიახლებაჲ იგი ურთიერთას ერთითა სულითა მამისა მიმართ“ (ეფ ეს. 2:18)21.

შემდეგ მღვდელი მიმარ თავს ხალხს სამების დალოცვით, რომელიც პავლე მოციქულს ეკუთვნის (2 კორ. 13:13)

როგორც აღვამაღლებთ ევქარისტიულ ძღვენს, იმგვარადვე აღვამაღლებთ ჩვენს გულებს. ბიბლიურ ენაზე ადამიანის „გული“ ნიშნავს მთელს მის ცხოვრებას. ამგვარად, წმინდა მოციქული პავლეს სიტყვებით, ადამიანი მთლიანად მაღლდება იქ, სადაც ახლა მჯდომარე არს ქრისტე:

„უკუეთუ ქრისტეს თანა აღსდეგით, ზეცისასა ეძიებდით, სადაცა-იგი ქრისტე არს მარჯუენით ღმრთისა მჯდომარე. ზეცისასა ზრახევდით და ნუ ქუეყანისასა. რამე თუ მოჰკუედით და ცხორებაჲ თქუენი დაფარულ არს ქრისტეთურთ ღმრთისათანა“ (კოლას. 3:1-3)

საკუთარი თავის ღმერთისკენ წარმართვა მხოლოდ მადლიერებითაა შესაძლებელი. თავად ადამიანის პირველქმნილი ცოდვის – ყველა მისი უბედურების წყაროს, გახრწნისა და საბოლოოდ სიკვდილის მიზეზი სხვა არაფერია, თუ არა ღვთის მიმართ მადლიერების გამოხატვაზე უარის თქმა.

ევქარისტიული კანონის ლოცვა გრძელდება.

როცა მღვდელი წარმოთქვამს ბოლო სიტყვებს, იგი ხელში იღებს წმინ და ძღვენს და მაღლა აღმართავს მას,
„რამეთუ არა ხელით ქმნულთა სიწმიდეთა შევიდა ქრისტე სახედ ჭეშმარიტთა მათ, ... ცათა აწვე ჩუენებად პირსა ღმრთისასა ჩუენთვის, ... განწმედილ ვართ შესაწირა ვითა მით, ხორცითა იესუ ქრისტესითა ერთგზის ... თავად მან ერთგზის შეწირა მსხუერპლი ცოდვათათვის სამარადისოდ და დაჯდა იგი მარჯუენით ღმრთისა ... რამე თუ ერთი მსხუერპლი სრულ იქმნა სამარადისოდ განწმედილთა მათთვის“ (ებრ. 9:24; 10:10-14).

ღამე, სერობა, ჯვარი, კუბო, აღდგომა, ამაღლება, მომავალი სასუფეველი... ყველაფერი ეს ერთიანდება საღვთო ლიტურგიის ევქარისტიულ ამაღლებაში. ცა და მიწა ერთიანდება და აღივსება უფლის დიდებით. წარსული და მომავალი ერთიანდება. დროისა და სივრცის ყველა საზღვარი გადალახულია. ქრისტეში ადამიანს შეენდობა ყველა კაცობრივი ცოდვა, განიწმინდება ყველა სიბილწე და განიკურნება მისი ხრწნადობა. ადამიანის მოკვდავი ბუნება აღდგება ღმერთში უკვდავებისთვის. მისი შექმნილი კაცობრივი ბუნება აღივსება ყოვლადწმინდა სამების შეუქმნელი მადლით.

შემდეგ მღვდელი ლოცულობს, რათა ძღვენსა და ყველა ადამიანზე გარდამოვიდეს სულიწმინდა, და პური და ღვინო, შეწირული ქრისტეს მოსახსენებლად, „შეიცვალოს“ (წმ. ბასილი დიდის ლიტურგიაში – „გამოჩნდეს“) მის პატიოსან ხორცად და სისხლად.

მართლმადიდებელ ეკლესიას სწამს, რომ სულიწმინ და „ყოველგან არს და ყოველსავე აღავსებს“, რომ ქმნილებაში ღმერთის ყოველი მოქმედება და ქვეყნიერების ხსნა სულიწმინდითვე აღესრულება. სულიწმინდა დავანებული იყო ქრისტეში და მას ხდიდა ქრისტედ. სულიწმინდით განკაცდა ქრისტე დედა ღვთისმშობლისაგან. სულიწმინდა მიუძღოდა ჯვრისკენ ქრისტეს, როგორც უცოდველ მსხვერპლს და მან აღადგინა მკვდრეთით ქრისტე, როგორც მოზეიმე გამარჯვებული. და სულიწმინდითვე მყოფობს ქრისტე ეკლესიასთან ზიარებაში.

„მერმეცა შევსწირავთ შენ და სიტყვასა ამას და უსისხლო სამსხვერპლსა, და გხადით შენ, და შეგივრდებით, და გევედრებით, გარდამოავლინე სული შენი წმინდა ჩუენზედა, და წინამდებარეთა ძღვენთა ზედა.
და ჰყავ უკუე პური ესე პატიოსან ხორც ქრისტესა შენისა. ამინ.
ხოლო ბარძიმსა ამას შინა პატიოსან სისხლ ქრისტესა შენისა. ამინ.
შესცვალე სულითა შენითა წმიდითა. ამინ, ამინ, ამინ”.

„ამას იქმოდეთ ჩემს მოსახსენებლად”. ქრისტეს მოხსენიებით ქრისტეში და მისი საშუალებით ყველაფრის ღმერთისთვის მიძღვნით ეკლესია აღივსება სულიწმინდით, რომელშიც არაფერია დავიწყებული, ყველაფერი დამახსოვრებულია და ყველაფერი ცოცხლდება.

„მერმეცა შევსწირავთ შენ და სიტყვიერსა ამას მსხვერპლსა სარწმუნოებით შესვენებულთათვის პირველთა მამათა, მამათმთავართა, წინასწარმეტყველთა, მოციქულთა, ქადაგთა, მახარებელთა, მოწამეთა, აღმსარებელთა, მმარხველთა და ყოვლისა სულისა სარწმუნოებით აღსრულებულისა.

უმეტესად ყოვლადწმინდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედუფლისა ჩუენისა ღვთისმშობელისა და მარადის ქალწულისა მარიამისა”.

იმ დროს, როცა გუნდი ღვთისმშობლის საგალობელს გალობს, მღვდელი უკმევს წმიდა ძღვენს და აგრძელებს უფლისადმი ლოცვას, რათა უფალმა მოიხსენიოს წმ. იოანე ნათლისმცემელი, იმ დღეს მოხსენიებული წმინდანები, გარდაცვლილი ქრისტიანები, მთელი ეკლესია და მთელი ქვეყნიერება. „ყოველთა და ყოვლისათვის”.

შემდეგ მოდის მომდევ ნოლოცვები, რათა უფალმა მოიხსენოს ეს ქალაქი, ეს ქვეყანა, მოგზაურნი, სნეულნი, მშრომელნი, ტყვეობაში მყოფნი, ეკლესიის კეთილისმყოფელნი, ასევე, სახელობით მოიხსენება ყველა ის, ვინც უფლის განსაკუთრებულ მოწყალებას საჭიროებს.

ანაფორის დასასრულს მღვდელი აკურთხებს ადამიანებს და ითხოვს მათთვის უფლის წყალობას.

წყარო

მართლმადიდებლობის საფუძვლები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები