ანა თითი ბანა თითი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ანაჲ თითი, ბანაჲ თითი — საბავშვო თამაშობა.

მოთამაშე ბავშვი ერთი ხელის თითებს მეორე ხელში მოიმწყვდევდა, ერთმანეთში გადახლაერთავდა და მეორე ხელის თითებს ისე მოუჭერდა, თითების მხოლოდ წვეროები რომ გამოჩენილიყო. ამბობდა: „ანაჲ თითი, მანაჲ თითი, რომელია შუანაჲ თითი?”. მეორე მოთამაშეს მუჭში მოქცეულ რომელიმე თითის წვერზე თითი უნდა დაედო, საგულისხმოდ, შუა თითზე. თუ შუა თითს ვერ იპოვიდა, წაგებული იყო, ე. ი. მეორე მოთამაშე ერთ-ერთი თითის წვერს ირჩევდა. თუ გამოიცნობდა, მოგებულად ითვლებოდა, თუ არა, თამაში თავიდან იწყებოდა.



ლიტერატურა

ნოღაიდელი, 2015.

წყარო

ქართველი ხალხის ეთნოლოგიური ლექსიკონი აჭარა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები