ანგოლა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ანგოლას დროშა

ანგოლა - (Angola – ანგოლის რესპუბლიკა)სახელმწიფო აფრიკის სამხრეთ-დასავლეთით. დასავლეთით ესაზღვრება ატლანტის ოკეანე.

ფართობი - 1246,7 ათ. კმ2.

მოსახლეობა - შეადგენს 18 მლნ. კაცს (2012), მოსახლეობის 98% დასავლეთ ბანტუს და კონგოს ჯგუფის წარმომადგენლები არიან.

ოფიციალური ენა – პორტუგალიური.

დედაქალაქი – ქ. ლუანდა.

ადმინისტრაციულად იყოფა 18 პროვინციად.

სახელმწიფოს და მთავრობის მეთაურია პრეზიდენტი, საკანონმდებლო ორგანოა ერთპალატიანი ნაციონალური ასამბლეა.

დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოცხადდა 1975 წლის 11 ნოემბერს. ანგოლა ეკონომიკურად სუსტად განვითარებული აგრარული ქვეყანაა. ძირითადია სამთო-მოპოვებითი მრეწველობა (ნავთობი, ალმასი, რკინის მადანი და სხვა) და სოფლის მეურნეობა.

საზღვაო პორტები: კაბინდა, ლობიტუ, ლუანდა.

შეიარაღებული ძალების საერთო შემადგენლობა არის 109 ათ. კაცი (2012), სახმელეთო ჯარები 100 ათ., სამხედრო-საჰაერო ძალები 7 ათ. და სამხედრო-საზღვაო ძალები – 2 ათ. დაკომპლექტება ხორციელდება გაწვევით.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები