დეკანოზიშვილი ანდრია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ანდრია დეკანოზიშვილი-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ანდრია დეკანოზიშვილი

დეკანოზიშვილი ანდრია გაბრიელის ძე - (დ. - 1867, სოფ. რუისი, გორის მაზრ. - გ. - 1955, ქ. დრავეილი, საფრანგეთი) - მწერალი, პუბლიცისტი, საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე.

სარჩევი

ბიოგრაფია

1891 დაამთავრა ქუთაისის გიმნაზია, 1897 ნოვოროსიის (ოდესის) უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 90-იანი წლების ბოლოს, ევროპაში (პოლონეთი, საფრანგეთი) ყოფნის შემდეგ, დაბრუნდა საქართველოში და თანამშრომლობდა „ცნობის ფურცელსა“ და სხვა ქართულ გაზეთებთან. „კვალში“ გამოაქვეყნა ხუთი ნოველა: „პეპელა“ - 1893; „დაღუპული“ - 1893; „სულ ერთია, ხომ ვეღარ გამობრუნდება“ - 1895; „ის კი მიდიოდა“ - 1896; „სხვისია, სხვისი“ - 1897. ნოველები ითარგმნა რუსულად. 1901 დაუახლოვდა „ცნობის ფურცლის“ ეროვნულ-რადიკალურ ჯგუფს. მონაწილეობა მიიღო საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის შექმნისათვის შემდგარ საინიციატივო ჯგუფში და აირჩიეს ხუთი კაცისაგან შედგენილ მთავარ კომიტეტში ა. ჯორჯაძესთან, გ. დეკანოზიშვილთან, ვლ. ლორთქიფანიძესთან და გ. ლასხიშვილთან ერთად. მონაწილეობას იღებდა სოციალისტ-ფედერალისტთა პარტის პროგრამის შემუშავებაში.

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდში იყო რესპუბლიკის წარმომადგენელი არგენტინაში. მნიშვნელოვან როლს ასრულებდა არგენტინასთან ურთიერთობაში და არგენტინის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დე იურედ აღიარების საქმეში. 1920 იყო საზოგადოება „ჩემოს“ წარმომადგენელი ჰააგაში

1921 წლიდან იმყოფებოდა ემიგრაციაში

დიმიტრი შველიძე

ლიტერატურა

  • დ. შველიძე, პოლიტიკური პარტიების
  • წარმოშობა საქართველოში, ფედერალისტები, თბ., 1993; ვ. წოწელია, მოთხრობები. თბ., 1965; გ. ლ ა -
  • სხიშვილი, მემუარები, თბ., 1934, 1992; დ. შვე -
  • ლიძე, ანდრია გაბრიელის ძე დეკანოზიშვილი, ენც.
  • „საქართველო“, თბ., 2012.


იხილე აგრეთვე

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები