ანთლასი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ანთლას-ი (ნოღ. Антлас: ант – „ფიცი“) – ძმადნაფიცობის ნოღაური რიტუალი. მხარეთა შორის ერთგულების ფიცის დადება (ბავშობაშიც და ზრდასრულ ასაკშიც) ერთი თასიდან შესმული სასმელით იყო განმტკიცებული (შეფიცული მეგობრები [ант дослар] ხელს გაიჭრიდნენ და სასმელში სისხლს ჩაღვრიდნენ), რის შემდეგაც ისინი ერთი სისხლის მქონე მეგობრები ხდებოდნენ. იდენტური წესი კავკასიის სხვა ხალხებშიც ფართოდ იყო გავრცელებული.


ლიტერატურა

Капаев И. Ногайские мифы, легенды и поверья. Опыт мифологического словаря. М., 2012.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები