ვაზის ანთრაქნოზი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ანთრაქნოზი (ვაზის დაავადება)-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ანთრაქნოზი ვაზის ფოთოლზე

ანთრაქნოზი Cloesporium ampelophafum Sacc – გავრცელებულია მევენახეობის თითქმის ყველა ზონაში. ანთრაქნოზით ავადდება ვაზის ფოთლები, ყლორტები, თანაყვავილედები და მარცვლები.

დაავადების პირველი ინფექციის გავრცელება ხდება გაზაფხულზე, წვიმიან ამინდში თუ:

  1. ჰაერის ტემპერატურა 13-140C
  2. 75-85% ტენის პირობებში.

სიმპტომების გამოვლენის მიხედვით არსებობს ანთრაქნოზის ორი ფორმა – წერტილოვანი და ლაქოვანი.

წერტილოვანი ანთრაქნოზის შემთხვევაში, ფოთლებზე, ყლორტებსა და წანარდებზე ჩნდება ცენტრში ამოზნექილი შავი წერტილები, რომლებიც გარშემორტყმულია ყავისფერი არშიებით. ყლორტებზე წერტილები განთავსებულია სიგრძივი ზოლების სახით, სადაც, ისინი ერთიენდებიან, დაავადება წარმოიქმნება ჩაღღმავებული ლაქების სახით.

ანთრაქნოზი ვაზის მტევანზე

ლაქოვანი ანთრაქნოზის შემთხვევაში, ფოთლებზე ჩნდება რთულად შესამჩნევი ღია ყავისფერი ლაქები, მკრთალი წერტილების სახით, რომლებიც ზრდასთან ერთად მუქდება, დიდდება და ერთდება. გარკვეული დროიე შემდეგ ლაქა ცენტრში ხდება რუხი ან ნაცრისფერი და ქსოვილზე წარმოიშვება ნახვრეტები.

მარცვლის დაზიანების შემთხვევაში, ჩნდება ხორბლისფერი, ნაცრისფერი ან მუქი ყავისფერი ლაქები, წითელი არშიით. ლაქები ერთდება, დიდდება, როცა მარცვლის ორივე მხარე ავადდება, მარცვალი ჭკნება და ხმება.

მკურნალობა

ფოთლების გამოჩენისთანავე საჭიროა გამოვიყენოთ კონტაქტური ფუნგიციდი პოლირამ დფ, კაბრიო ტოპი და ა.შ.


წყარო

ჟურნალი „აგრო ბაზისი“; 2016, №5. სტატია: „ვაზის აგროტექნიკური ღონისძიებები და მისი ძირითადი დაავადება-მავნებლები“; ავტორი: ვერა შინჯიკაშვილი.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები