ანთროპომორფიზმი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ანთროპომორფიზმი – ადამიანურ თვისებათა გადატანა ბუნებრივ მოვლენებზე, მცენარეებსა და ცხოველებზე. ღმერთთა წარმოსახვა ადამიანთა მსგავსად. ღვთაებათა ადამიანური სახით წარმოდგენა დამახასიათებელია თითქმის ყველა მითოლოგიისათვის.

ღმერთები ჭამენ, სვამენ, იძინებენ, იცინიან, ამბობენ ტყუილს, იპარავენ, იბრძვიან, ბრაზობენ, მრისხანებენ, ეჭვიანობენ, სიყვარულის გრძნობით იწვიან... მათ გააჩნიათ ყველა ადამიანური სისუსტე, თუმცა ადამიანებზე უფრო ძლიერნი, ახოვანნი და მშვენიერნი არიან. ერთადერთი რამ, რითაც ისინი მოკვდავთაგან განსხვავდებიან, ეს არის მათი უკვდავება და აქედან გამომდინარე – დაუსჯელობა. მართალია, ღმერთებიც აგებდნენ ხოლმე პასუხს უზნეობისათვის, მაგრამ ადამიანთაგან განსხვავებით მათი სასჯელი არ იყო სამარადისო.

ანთროპომორფიზმი დამახასიათებელია თითქმის ყველა რელიგიისთვის მისი განვითარების გარკვეულ ეტაპზე.


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები