ანონა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ანონა - (annona) - მომდინარეობს annus-დან (წლიური შემოსავალი), მოგვიანებით საკვები პროდუქტის მარაგს აღნიშნავს, განსაკუთრებით მარცვლეულის მარაგს, მოთხოვნილებას მარცვლეულზე, რომის და მუნიციპიების მომარაგებას მარცვლეულით წლის განმავლობაში. კიდევ უფრო მოგვიანებით ანონა საბაზრო ფასია, რომელიც შემოსავლებისა და მოთხოვნილების მიხედვით განისაზღვრება. ფასის განსაზღვრა სახელმწიფო ზრუნვის სფეროს წარმოადგენდა. საბოლოოდ ანონა აღნიშნავდა:

1) პროვინციებიდან შემოდინებულ ნატურალურ პროდუქციას, რომელიც პროვინციაში მყოფი ჯარის ნაწილების და ჩინოვნიკების შესანახად გამოიყენებოდა (annona militaris);
2) განსაზღვრული პროვინციებიდან შემოსულ პროდუქციას დედაქალაქის შესანახად (annona civica).

სახელმწიფო ხაზინა რომის გარეუბნიდან შეისყიდდა მტკიცე ფასებში ხორბალს და მოუსავლიანობის დროს (გაძვირების შემთხვევაში) დაბალ ფასად ყიდდა რომის მოსახლეობაზე. ანონასთან დაკავშირებული საქმეებით (ფასი, გადასახადი, ადმინისტრაციული პრობლემები) დაკავებული იყვნენ ედილები (aediles), გვიანი რესპუბლიკის პერიოდიდან კურატორები (curatores annonae). ამ სფეროს მთავარი მეთვალყურე იყო პრეფექტი (praefectus annonae).

გრაკქუსებამდე სახელმწიფო ზომიერ ფასს ინარჩუნებდა მარცვლეულზე. გრაკქუსების ხანიდან მარცვლეული უფასოდ ურიგდება მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელიც შეყვანილი იყო სპეციალურ სიებში სოციალური მდგომარეობის მიხედვით. მარცვლეულის დარიგება არჩევნების დროს პროპაგანდის ძლიერ საშუალებას წარმოადგენდა.

წყარო

დემოკრატიული ტენდენციები: ანტიკური სამყარო და საქართველო (ენციკლოპედიური ცნობარი), რედაქტორი ქეთევან აბესაძე, თბილისი, 2012.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები