ანტიგუა და ბარბუდა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ანტიგუა და ბარბუდას დროშა

ანტიგუა და ბარბუდა (Antigua and Barbuda)სახელმწიფო, რომელიც მდებარეობს ამავე დასახელების კუნძულებზე და კუნძულ რედონდაზე, კარიბის ზღვაში მდებარე მცირე ანტილის კუნძულების ჯგუფში.

საერთო ფართობი - შეადგენს 443 კმ2, ხოლო მოსახლეობა 88,5 ათ. კაცს (2012).

ოფიციალური ენა – ინგლისური.

დედაქალაქი – ქ. სენტ-ჯონსი. ბრიტანული თანამეგობრობის წევრი.

სახელმწიფოს მეთაური - დიდი ბრიტანეთის მონარქი, წარმოდგენილი გენერალ-გუბერნატორით.

საკანონმდებლო ორგანო – ორპალატიანი პარლამენტი.

აღმასრულებელი ორგანო – მთავრობა.

დამოუკიდებლობა აღიარეს 1981 წლის I ნოემბერს.

საზღვაო პორტებია: სენტ-ჯონსი (ანტიგუას კუნძულზე), კოდრინგტონი (ბარბადუს კუნძულზე).

შეიარაღებული ძალები შეადგენს 170 კაცს (2012).


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები