ანტონ გნოლისთავისძე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ანტონ გნოლისთავისძე - (XII-XIII სს.), სახელმწიფო და საეკლესიო მოღვაწე. ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესი - ვაზირთა უპირველესი. თამარის მეფობის დასაწყისში (1184-85) ვაზირობა „მისტაცა“ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მიქელ მირიანის ძემ. ანტონ გნოლისთავისძე უბრალო ბერად შედგა გარეჯის მონასტერში. მიქელის გარდაცვალების შემდეგ (დაახლ. 1190-91) „გამორჩევასა შინა ორთა ვაზირთა და სპასპეთასა, თანადგომითა და ერთნებაობითა შვიდთავე სამეფოთა დიდებულთა“, მეფე თამარმა ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესად დაამტკიცა. ამავე ხანებში სამწყსოდ ჩააბარეს სამთავისის კათედრაც. მეფემ სამამულოდ უბოძა სოფელი კასისხევი. თამარის ისტორიკოსის გადმოცემით, ანტონ გნოლისთავისძე იყო „ბრძენი და გონიერი, პატრონთათვის სვიანი და ერთგული და შემეცნებული საურავთა“. ანტონ გნოლისთავისძე ძელიცხოვლით მიუძღოდა შამქორის ბრძოლაში (1195) მიმავალ ლაშქარს. თამარ მეფის 1201 წ. სიგელიდან ვგებულობთ, რომ ანტონ გნოლისთავისძეს შიომღვიმიდან სხალტბამდე გაუყვანია წყალსადენი. ზრუნავდა სამეფო მონასტრებზე (შიომღვიმე, გარეჯა, ვარძია, გელათი). ვაჰანის მონასტრის წარწერა გვამცნობს, რომ ამ მონასტრისთვის ანტონ გნოლისთავისძეს ზღუდე აუგია.

რ. მეტრეველი

ლიტერატურა

ჯავახიშვილი ივ., ქართველი ერის ისტორია, წგ. 2, თბ., 1983 (თხზ. თორმეტ ტომად, ტ. 2).


Logo1.JPG ანტონი მრავალმნიშვნელოვანი

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები