ანუნაქები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ანუნაქები(შუმ. ბაბილონ.) დაბალი რანგის ღვთაებათა კრებული, რომელიც დაკავშირებულია ხთონურ (მიწის) სამყაროსთან. მათი სამყოფელია ქვესკნელი, სადაც ისინი ერეშქიგალის განგებით მკვდართა სამართალს არჩევენ.

ბაბილონური კოსმოგონიის მიხედვით მარდუქმა სამასი ანუნაქი ქვესკნელში გაამწესა, ხოლო სამასი – ცაში. მაგრამ ჩვეულებრივ ანუნაქები „ქვენა ღმერთები“ არიან იგიგების საპირისპიროდ. ერთ მითოლოგიურ ფრაგმენტში, რომელიც შუმერულ ენაზეა შემონახული, ანუნაქები შედარებულნი არიან პირველყოფილ, ველურ ადამიანებს: „მსგავსად ადამიანებისა, პირველად რომ გაჩნდნენ, ანუნაქებმა არ იცოდნენ სამოსელით შემოსვა; ცხვრებივით პირით ძოვდნენ ბალახს, არხებიდან სვამდნენ წყალს“.

ზოგჯერ ანუნაქები „დიდ ღმერთებად“ არიან მოხსენიებულნი, ამ შემთხვევაში ანუნაქი „ღმერთის“ ზოგადი სახელი უნდა იყოს.

გილგამეშის ეპოსში ანუნაქები შემდეგ კონტექსტში არიან ნახსენები: „ანუნაქები, დიდი ღმერთები იკრიბებიან; მამეთუ – ბედისწერის შემქმნელი, მათთან ერთად ბედისწერას გადაწყვეტს; დაადგენენ სიკვდილ-სიცოცხლეს, სიკვდილის დღეს არ გააცხადებენ“. როგორც ქვესკნელის მსაჯულნი, ანუნაქები, ხან შვიდნი არიან, ხან ცხრანი. რაკი ანუნაქები მიწასთან არიან დაკავშირებულნი, დედამიწა „ანუნაქთა ველად“ იწოდება.


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები