ანფიმოვი იაკობ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
იაკობ ანფიმოვი

ანფიმოვი იაკობ ათანასეს ძე (1852, ქ. სევესკი, ორიოლის გუბ. - 1930, თბილისი) - ნევროპათოლოგი და ფსიქიატრი, კავკასიის ექიმთა საზოგადოების თავმჯდომარე.

ბიოგრაფია

პეტერბურგის სამედიცინო-ქირურგიული აკადემიის დამთავრების შემდეგ იგი 1880-1885 წლებში მუშაობდა ორდინატორად თბილისის სამხედრო ჰოსპიტალში. 1885-1892 წლებში იყო პეტერბურგის სამხედრო სამედიცინო აკადემიის ფსიქიატრიისა და ნერვულ სნეულებათა კათედრის პრივატ-დოცენტი, 1892-1894 წლებში ხელმძღვანელობდა ტომსკის უნივერსიტეტის ნერვულ სნეულებათა და ფსიქიატრიის კათედრას, ხოლო 1894 წლიდან ხელმძღვანელობდა ხარკოვის უნივერსიტეტის ნევროპათოლოგიისა და ფსიქიატრიის კათედრას, სადაც მიენიჭა დამსახურებული პროფესორის წოდება.

1920 წლის 15 მაისს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორთა საბჭოს დადგენილებით, უნივერსიტეტში ნერველოგიის კათედრის მოსაწყობად მოიწვიეს პროფესორი ანფიმოვი, საბჭომ მას დაუნიშნა პროფესორის სარგო. 1920-1925 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტის ნერვულ სნეულებათა კათედრის ხელმძღვანელი.

ი. ანფიმოვი იკვლევდა თავის ტვინის ტრავმებს, ვეგეტატიური ნერვული სისტემის დაავადებებს და ასე შემდეგ. მან შექმნა რეოსტატი, რამაც ფართო გამოყენება პოვა იონოთერაპიაში. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.

მანანა ლილუაშვილი

ლიტერატურა

ზ. გაიპარაშვილი, მ. ლილუაშვილი, „ტფილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორთა საბჭოს ოქმები 1917-1926“, თბ., 2006. ი. ანფიმოვი იკვლევდა თავის ტვინის ტრავმებს, ვეგეტატიური ნერვული სისტემის დაავადებებს და ასე შემდეგ.

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები