ანწლი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ანწლი

ანწლი – (Sambucus ebulus L.); ოჯახი: ცხრატყავასებრნი (Caprifoliaceae). მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა, უსიამოვნო სუნით. ღერო სწორია, ღარებიანი, მარტივი ან სუსტად დატოტვილი. მცენარის სიმაღლე 80-150 სმ-ია. ძირითადად – შიშველი. ფოთოლი კენტფრთისებურია, 5-11 ფოთოლაკით, ფოთოლაკები მოგრძო-ლანცეტაა, ხერხკბილა. ყვავილედი კენწრული ფარისებური საგველაა, გვირგვინი თეთრია, ზოგჯერ მოვარდისფრო ან მომწვანო. ნაყოფი შავია. ყვ. VI-VIII; ნაყ. VIII-X. მცენარე იზრდება დაბლობიდან სუბალპურ სარტყლამდე. მდინარეთა ნაპირებზე, ტყის პირას, ქვიან ადგილებში. კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია ყველგან. გავრცელებულია მთელ საქართველოში.

მცენარის ყველა ნაწილი უძველესი დროიდან იყო გამოყენებული ხალხურ მედიცინაში. სამკურნალოდ გამოიყენება ფესვი, ფოთლები, ნაყოფები. შეიცავს მთრიმლავ, მწარე, პექტინოვან და საღებავ ნივთიერებებს, ორგანულ მჟავებს — ვალერიანის, ვაშლის, ღვინის, ციანოგენურ გლიკოზიდ-ა-მიგდალინს, ვიტამინ C. ყვავილებში აღინიშნება ეთერზეთები, შაქრები, ამიგდალინი.

ხასიათდება ანტისეპტიკური, ანტიმიკრობული, შარდმდენი, ოფლმდენი, ერითროპოეზის გამაძლიერებელი, ამოსახველებელი, მადისმომგვრელი, საფაღარათო მოქმედებით. გამოიყენება ნევრალგიის, ანემიის, ზემო სასუნთქი გზების კატარის, ნიკრისის ქარის, ტუბერკულოზის, მსხვილი ნაწლავის ანთების, ბუასილის სამკურნალოდ.

ნაყოფები იხმარება როგორც სასაქმებელი საშუალება. თესლი შეიცავს ცხიმოვან ზეთს, რომელიც აგრეთვე სასაქმებელ საშუალებას წარმოადგენს. ყვავილები მდიდარია ნექტარით, რის გამოც ფუტკარი ძლიერ ეტანება. ნაყოფებიდან ხდიან არაყს და სხვ. მწიფე ნაყოფების (შაქრის მინარევით) მზეზე გამოყვანილი ნაყენი საუკეთესო საშუალებაა კუჭის აშლილობის, დიზენტერიის და კოლიტის სამკურნალოდ.

მცენარე შხმიანია, ნედლი სახით მიღება დაუშვებელია.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები