აპელა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აპელა (άπέλλα) - სახალხო კრება სპარტაში. მისი პროცედურა ლიკურგოსის რეტრათი იყო განსაზღვრული. აპელაზე დასწრების უფლება ყველა სპარტიატს ჰქონდა. აპელა, სავარაუდოდ, ყოველთვიურად იყო მოწვეული.

სახალხო კრებას თავდაპირველად მეფეები და გერუსია თავმჯდომარეობდნენ, მოგვიანებით კი (ძვ. წ. V ს.) ეფოროსები. აპელას ევალებოდა მიეღო ან უარეყო მის წინაშე წარმოდგენილი წინადადებები. რეტრაში შეტანილი დამატებით, სპარტის სახალხო კრებას ჩამოერთვა კანონმდებლობის ინიცირების თუ მისი შესწორების უფლება. თავის ნებას აპელა ხმაურიანი მხარდაჭერით გამოხატავდა. იმ შემთხვევაში, თუკი ეს გარკვევით არ ჩანდა, მაშინ ფორმალური კენჭისყრა იმართებოდა. სახალხო კრების კომპეტენციის მასშტაბი დაზუსტებით არაა ცნობილი. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, სახალხო კრება უფლებამოსილი იყო გადაეწყვიტა სადავო შემთხვევები, რომლებიც ტახტის გადაცემას უკავშირდებოდა; დაენიშნა სამხედრო მეთაურები; აერჩია ეფოროსები, სხვა მაგისტრატები და გერუსია; გადაეწყვიტა ზავის დადების, ომის დაწყების და სამოკავშირეო ხელშეკრულებათა გაფორმების საკითხები. აპელას თანხმობას ასევე საჭიროებდა კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებების შეტანა. მის გვერდით ასევე გვხვდება ტერმინი μικρά έκκλησία (ქსენოფონი, ჰელენიკა, 3. 3. 8), რომელსაც, როგორც ჩანს, გადაუდებელ შემთხვევაში იწვევდნენ.





წყარო

დემოკრატიული ტენდენციები: ანტიკური სამყარო და საქართველო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები