აპელაცია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აპელაცია - (appelatio) ძველ რომში სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის გასაჩივრება. ფორმულარული სამართალწარმოება ამ პროცედურას თავიდან კრძალავდა. მხოლოდ ავგუსტუსის ეპოქიდან გახდა შესაძლებელი აპელაცია. თავდაპირველად აპელაცია შესაძლებელი იყო მხოლოდ მაგისტრატის დადგენილების, მოგვიანებით კი, კლავდიუსის დროიდან, სასამართლო განაჩენის წინააღმდეგაც. აპელაცია შედიოდა უფრო მაღალ ინსტანციაში (ადგილობრივი სასამართლოს განაჩენი საჩივრდებოდა გამგებელთან, რომში - ქალაქის პრეფექტთან). პრინცეპსის, სენატის, პრეტორიის პრეფექტის (praefectus praetorio) მიერ გამოტანილი განაჩენი გასაჩივრებას არ ექვემდებარებოდა. დომინატის ეპოქაში I ინსტანციას წარმოადგენდა პროვინციის რექტორი როგორც მოსამართლე, II - ვიკარიუსი (ადმინისტრაციის უფროსი), III - პრეტორიის პრეფექტი. თუ გვიანკლასიკურ საქმისწარმოებაში მიიღებდნენ წერილობით აპელაციას (libelli appellatorii), იგი გადამისამართდებოდა ზემო ინსტანციაში და თან აუცილებლად უნდა დართვოდა ამ აპელაციის თაობაზე I ინსტანციის მიერ წარმოდგენილი მოსაზრება. ახალ განაჩენს შეიძლება გაეუქმებინა ძველი დადგენილება ან შეეტანა მასში ცვლილებები. ძველად სისხლის სამართალი იცნობდა აპელაციისათვის ტერმინს - პროვოკაცია. მოგვიანებით ეს ორი ტერმინი სინონიმური მნიშვნელობის ხდება.



წყარო

დემოკრატიული ტენდენციები: ანტიკური სამყარო და საქართველო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები