აპოლოგეტიკა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აპოლოგეტიკა - (ეტიმ. ბერძ. apologhéistai „დაცვა“). თეოლოგიის ის ნაწილი, რომელიც სარწმუნოების დაცვასა და გამართლებას ისახავს მიზნად.

ქრისტიანობის პირველი წლებიდანვე მრავალი აპოლოგეტი წერდა წარმართთა და ებრაელთა წინააღმდეგ. პირველ აპოლოგიებს თითქმის ყოველთვის იმპერატორისადმი მიმართვის ან არამორწმუნეთა მიმართ შეგონების ფორმა ჰქონდა. ამ ჟანრის პირველი მწერალი იყო ათენელი კვადრატუსი, რომელმაც დაახლოებით 125 წელს იმპერატორ ადრიანეს ქრისტიანობის აპოლოგია წარუდგინა.

II საუკუნეში ყველაზე გამოჩენილი აპოლოგეტი იყო წმიდა იუსტინე (პირველი აპოლოგია, მეორე აპოლოგია, დიალოგი ტრიფონთან). ასევე, აპოლოგეტური ნაშრომია უცნობი ავტორის წერილი დიოგნეტესადმი, რომელშიც ქრისტიანულსა და წარმართულ კულტებს შორის განსხვავება და ქრისტიანული ცხოვრების იდეალია განმარტებული.

ლათინურ ენაზე დაწერილი ტერტულიანეს „Apologeticum“ ქრისტიანობის ჩინებული იურიდიული დაცვაა. აპოლოგეტიკის ჟანრში შუა საუკუნეებშიც მოღვაწეობდნენ გამოჩენილი მწერლები: წმიდა ისიდორე სევილიელი, წმიდა პეტრე დამიანი, წმიდა იოანე დამასკელი („აპოლოგია მუსლიმთა წინააღმდეგ“), წმიდა თომა აკვინელი („Summa contra genties“ — „შეჯამება წარმართთა წინააღმდეგ“). უფრო ახლო წარსულში ფართო გამოხმაურება პოვა ბლეზ პასკალის („Pensées sur la religion“ — „აზრები რელიგიის შესახებ“), ალფონსუს დე ლიგუორის, შატობრიანის („Le Génie du Christianisme“ — „ქრისტიანობის გენია“) აპოლოგეტურმა ნაშრომებმა.

ამჟამად აპოლოგეტიკა აღარ განიხილება დამოუკიდებელ მეცნიერებად, ის ფუნდამენტური თეოლოგიის შემადგენელი ნაწილია, რომლის ამოცანაა გამოავლინოს და შეიმუშაოს ქრისტიანობის უტყუარობის მოტივები.

აპოლოგეტები ეწოდებოდათ ეკლესიის მამებს, რომლებიც ქრისტიანობის პირველ საუკუნეებში (II-III სს.) ქრისტიანობას წარმართთა თავდასხმებისაგან იცავდნენ.



წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები