აპოლონ პერგელი (აპოლონიოს პერგასელი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა აპოლონ პერგელი-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აპოლონ პერგელი (აპოლონიოს პერგასელი) (ძვ. წ. ≈260 – 170), ძველი საბერძნეთის მათემატიკოსი და ასტრონომი; მისი მთავარი ნაშრომია „კონუსური კვეთები“ (რვა წიგნად); ჩვენამდე მოაღწია პირველი ოთხი წიგნის ბერძნულმა დედანმა და შემდეგი სამი წიგნის არაბულმა თარგმანმა, ხოლო მერვე წიგნი დაკარგულია. მან განავითარა როგორც ანალიზური, ისე გეგმილური გეომეტრიის მეთოდები; სისტემურად და ყოველმხრივ გამოიკვლია კონუსური კვეთები; მისმა ნაშრომებმა დიდი გავლენა მოახდინა გეომეტრიის, ასტრონომიის, ოპტიკისა და მექანიკის შემდგომ განვითარებაზე; ამ ნაშრომებს ეყრდნობოდნენ რ. დეკარტი და პ. ფერმა, ბ. პასკალი და ჟ. დეზარგი, გ. გალილეი და ი. ნიუტონი.


წყარო

მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები