სულაქველიძე აპოლონ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა აპოლონ სულაქველიძე-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
აპოლონ სულაქველიძე

სულაქველიძე აპოლონ ალმასხანის ძე (1871, სოფ. სვირი - 1936) - ქართველი პოლიტიკოსი.

განათლება სოფლის სკოლაში მიიღო. 1905 წელს გახდა რუსეთის სოციალ-დემოკრატიულ მუშათა პარტიის წევრი. 1906 წლის გენერალ ალიხანოვის სადამსჯელო ღონისძიებების შემდეგ სოფლის მეურნეობას მიჰყო ხელი. 1919 წელს საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის სიით არჩეულ იქნა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად. 1921 დატოვა პარტია და მონაწილეობდა ფრაქცია „სხივის“ შექმნაში. ოკუპაციის შემდეგ ცხოვრება მშობლიურ სოფელში გააგრძელა. გარდაიცვალა 1936, საბჭოთა რეპრესიებამდე ერთი წლით ადრე.

მანუჩარ გუნცაძე


ლიტერატურა

ი. ხვადაგიანი, საქართველოს დამფუძნებელი კრება 1919, თბ., 2016.

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

იხილე აგრეთვე

აპოლონ სულაქველიძე

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები