აჟირა-იზაკუ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ა-ჟირა იზაკუ (აფხ. Ажьира иазку)სამჭედლო საქმისთვის და მჭედლობის მფარველი ღვთაების („შაშვი“) კულტმსახურებისთვის ხელდასხმული ბავშვი, მომავალი მჭედელი.

მჭედლობა და სამჭედლო საქმე ღვთაებისათვის კულტმსახურება მამიდან უფროს შვილზე ან გვარში უფროს ვაჟზე გადადიოდა. მოგვიანებით არჩევანი მკითხავის მითითებით წყდებოდა და მჭედლად ჯერ კიდევ მცირეწლოვანს აკურთხებდნენ. კურთხევის წესის შესასრულებლად დანიშნავდნენ ერთ-ერთ სამჭედლო დღეს — „აჟირა მიშს“ (სამშაბათი და შაბათი ქრისტიანებისათვის, ხუთშაბათი და პარასკევი მუსულმანებისათვის), მოამზადებდნენ ე.წ. აკვაკვარებს (წრიული ან კონუსის ფორმის ფეტვის ან სიმინდის ფქვილის ყველიან კვერებს), ბავშვს ანთებულ სანთელს დააკავებდნენ და მამა ღვთაება შაშვს მიმართავდა: „დღეიდან ამ ბავშვს გადავცემ შენს მსახურებას, უწყალობე შენი გულისა და თვალების სითბო. ის, რაც მან იცის, შეასრულებს, რაც უცოდინარობით შესცოდოს, აპატიე დიდო შაშვო!“ ლოცვის შემდეგ ბავშვს გახურებული რკინით თმას შეუტრუსავდნენ (ქრისტიანები ჯვრისებურად), რასაც „ახახუბილარას“ უწოდებდნენ. ამ დღიდან ბავშვი „აჟირა იზაკუ“ ხდებოდა და თავისი ცხოვრება მჭედლობისათვის და შაშვის კულტმსახურებისათვის უნდა მიეძღვნა. ბზიფის აფხაზებში განსაკუთრებულ შემთხვევებში ძუძუთა ბავშვის ხელდასხმაც იცოდნენ.


ლიტერატურა

И.А. Аджинджал. Из этнографии Абхазии. Материалы и исследования. Сух., 1969.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები


ეთნოგრაფიამსხვერპლშეწირვის რიტუალებისაკულტო რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები