არაბები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

არაბები – უძველესი არაბეთი სემიტური ტომებით იყო დასახლებული, რომელებიც არაბეთის ნახევარკუნძულზე მომთაბარეობდნენ.

ბიბლიის მიხედვით არაბებს სარკინოზები ეწოდათ, რაც სარას ძაღლებს ნიშნავს. ეს სახელი იქიდან მომდინარეობს, როცა აბრაამის ცოლმა სარამ, ქმრის მეორე ცოლი აგარი და მისი ვაჟი ისმაილი სახლიდან უდაბნოში გაყარა უპატრონოდ, ამის გამო მათ სარას ძაღლები და ისმაელიტები უწოდეს. მაშინ როდესაც ეგვიპტელები და ხეთები თავიანთი სამეფოების ზეობის ხანაში იყვნენ ძვ.წ. 1200-1100 წ. სამხრეთ არაბეთის ტომებმა დააარსეს მიდიის, ედომის, მოაბისა და ამონიტელთა სახელმწიფოები. ჩრდილოეთის ტომები ისევ მომთაბარეებად რჩებოდნენ. მადიამელები, რომლებიც ისრაელიანებს გედეონის დროს დაატყდნენ თავს, ახლო მეზობელ ქვეყნებს აქლემებზე ამხედრებულ მომთაბარე მეომრებს უსევდნენ და ძარცვა-გლეჯვას ეწეოდნენ. მათ ჯარისკაცებს აბჯარი და ფარი არასოდეს უხმარიათ და მხოლოდ მშვილდ-ისარი ჰქონდათ. მათი საყვარელი ტაქტიკა იყო „შეუტიე და გაიქეცი“.

ძვ.წ. VII საუკუნეში არაბული სამეფოები ასურეთის წინააღმდეგ გაერთიანდნენ. ამის შესახებ ცნობები მწირია, მაგრამ სარწმუნოა, რომ არამელებთან ურთიერთობის მქონე არაბები შეიცვალნენ და განვითარდნენ, ამ დროისათვის ისინი უკვე არამელებს ჰგავდნენ. არაბი მომთაბარე ტომები აგრესიულები იყვნენ ერთმანეთის მიმართ და მუდამ ებრძოდნენ ერთმანეთს, მაგრამ მათ დიდი საფრთხის შექმნა შეეძლოთ. მადიამელებმა ისრაელიანებსაც და სხვა ხალხებსაც დიდი დანაკლისი მიაყენეს. ზოგიერთი მომთაბარე არაბული ტომი პალესტინისა და სირიის ქვეყნების ჯარში მსახურობდა. კარკარეს ბრძოლის დროს (ძვ.წ. 853) არამელებს ეხმარებოდა გინდიბუ არაბი 1000 აქლემიანი სამხედრო დანაყოფით (თითოეულ აქლემზე ორი მშვილდოსანი იყო მოთავსებული, მათ აბჯარი არ ეცვათ და არც აქლემს ჰქონდა რაიმე აღკაზმულობა). აშურბანიფალის ლაშქრობის რელიეფის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, არაბ მეომრებს აბჯარი ძვ.წ. VII-VI საუკუნეებშიც კი არ ჰქონდათ, ისინი ისევ აქლემებზე ამხედრებულები იბრძოდნენ და მშვილდ-ისარს იყენებდნენ.


წყარო

ბიბლიის სამხედრო ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები