არაგასამხედროებული ფორმირებები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

არაგასამხედროებული ფორმირებებისამოქალაქო თავდაცვის არასაშტატო ფორმირებები, რომლებიც იქმნება საწარმოებში, დაწესებულებებსა და ორგანიზაციებში, მიუხედავად მათი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმებისა, საავარიო, სამაშველო და სხვა გადაუდებელი სამუშაოების განსახორციელებლად მშვიდობისა და ომიანობის დროს. მათი მიზანია საგანგებო სიტუაციებში მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვა. მთელ რიგ ქვეყნებში შედის საგანგებო სიტუაციათა თავიდან აცილებისა და ლიკვიდაციის ერთიან სახელმწიფო სისტემაში. მოიცავს საგუშაგოებს, რგოლებს, ათეულებს, ბრიგადებს, ჯგუფებს, გუნდებსა და რაზმებს.

იყოფა:

  • დაქვემდებარების მიხედვით – საობიექტო და ტერიტორიულ ფორმირებებად;
  • დანიშნულების მიხედვით – ზოგად, სპეციალური დანიშნულების და სპეციალიზებულ ფორმირებებად (რადიაციულ და ქიმიურად საშიშ ობიექტებზე);
  • მზადყოფნის ვადების მიხედვით – ყოველდღიურ და ამაღლებულ მზადყოფნის ფორმირებებად.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები