არადეთის ბრძოლა 1483

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

არადეთის ბრძოლა 1483 – შინაპოლიტიკური ბრძოლის ერთ-ერთი ეპიზოდი ფეოდალურ საქართველოში. ბრძოლა ზემო ქართლში, სოფ. არადეთთან, სამცხის ათაბაგ ყვარყვარე II ჯაყელსა და ქართლელ ფეოდალებს შორის.

ქართლელები დამარცხდნენ. დასუსტდა საქართველოს ცენტრალური სამეფო ხელისუფლება, რითაც ისარგებლეს დას. საქართველოს ფეოდალურმა წრეებმა, იქ ალექსანდრე II გაამეფეს და იმერეთი დამოუკიდებელ სამეფოდ გამოაცხადეს. არადეთის ბრძოლის შედეგად საქართველოს პოლიტიკური დაშლის პროცესი უფრო დაჩქარდა.



წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები