არათა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

არათა(შუმერ.) ლეგენდარული ქვეყანა. მისი ადგილმდებარეობა გაურკვეველია. ფიქრობენ, თითქოს იგი მდებარეობდა აწინდელი ურმიის ტბასა და კასპიის ზღვას შორის; ან სამხრეთ-დასავლეთ ირანში (შესაძლოა ლარისტანის ოლქში).

არათა მოხსენებულია ენმერქარისა და ლუგალბანდას ეპიურ ტექსტებში, როგორც ურუქის მეტოქე ქალაქი. ტექსტების მიხედვით არათა მდიდარი ყოფილა საშენი მასალით, ძვირფასი ქვებითა და ლითონით, აგრეთვე ოსტატებით. არათაზე თვალი ეჭირათ ურუქის მბრძანებლებს, მაგრამ მისკენ ლაშქრობა გზის სიშორის გამო („შვიდი მთის იქით“) ძნელდებოდა. არათა დახასიათებულია როგორც „მთა წმინდა მადლთა“.

არათას მფარველობს ინანა, მაგრამ იგი უპირატესობას მაინც ურუქს ანიჭებს, რადგან იქ დგას მისი მთავარი ტაძარი. ენმერქარის ეპოსის მიხედვით არათას და ურუქს შორის მიმოდის მაცნე, რომელსაც აგზავნის იქ ურუქის ქურუმი, ენმერქარი, და მიაქვს ბატონის დანაბარები; მასვეუკან მოაქვს არათას ბატონის პასუხი. სიტყვიერ პაექრობაში საბოლოოდ იმარჯვებს ურუქი და არათაც ვალდებული ხდება გაუგზავნოს ურუქს საშენი მასალა და ოსტატები ტაძრის ასაგებად.

სიტყვამ „არათა“ აქადურ ენაში მიიღო საუკეთესოს, საუცხოოს მნიშვნელობა.


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები