არამელები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

არამელები – სირიელთა სახელით ცნობილი ტომი. დასავლეთ სემიტური მოდგმის ნახევრად მომთაბარე ხალხი, დღევანდელი სირიელების წინაპრები. დასახლებულები იყვნენ სირიასა და მესოპოტამიაში.

ბიბლიის მიხედვით არამელთა წინაპარი ისრაელთა მამათავრის, აბრაამის ძმის, ნაქორის მესამე ვაჟი, კემუილი იყო. არამელებმა თავიანთი სახელი ებრაელებისგან მიიღეს, „არამნახარაიმ“ რაც ორი მდინარის შუაში მცხოვრებლებს ნიშნავს (ტიგროსსა და ევფრატს შორის). არამელთა ტომი შეერია ხურიტულ-ამორევლურ ტომებს და ახალი ხალხი ჩამოყალიბდა.

არამელების სახელი პირველად ძვ.წ. მესამე ათასწლეულში გვხვდება. დამოუკიდებელი და ერთიანი იმპერია არასოდეს ჰქონიათ. ამ ხალხმა ახლო აღმოსავლეთში რამდენიმე დამოუკიდებელი სახელმწიფო დააარსა ძვ.წ. 1224 წლისათვის. ასურეთის დიდ იმპერიაშიც არამელები ცხოვრობდნენ. არამელებმა დიდი გავლენა მოახდინეს ახლო აღმოსავლეთის კულტურასა და ენაზე. მოგვიანებითაც, მათი სამეფოების განადგურების შემდეგ, ახლო აღმოსავლეთის ხალხთა ნაწილი არამეულ ენაზე მეტყველებდა. ორი დიდი იმპერიის, ასურეთისა და ბაბილონის მოსახლეობაც არამეულ ენაზე საუბრობდა. არამეული ენა რომაული პერიოდის სირიის დროს რელიგიური ლიტურგიების ჩასატარებლად და სალოცავად გამოიყენებოდა.

დამოუკიდებელი არამეული სახელმწიფოები მეორე ათასწლეულის ბოლოს და პირველის დასაწყში წარმოიქმნა: სირიაში არამ-ცოვა, არამ-ბეთ რეხობი, არამ-მაახა და ცოტა მოგვიანებით არამ-დამასკო. მესოპოტამიაში: ბით-ადინი (ბიბ-იური ბეთ-ედენი), ბითბაჰიანი (დედაქალაქ გოზანით) და ბით-ხალუპე, ჭინდანი და სუჰუ (ბიბლიური შუახი), ბით-სამანი და სპარსეთის ყურესთან ახლოს მდებარე ბით-დაკური და ბით-იაკინი.

ცნობილია, რომ რამელებმა და მათმა მონათესავე ტომებმა ბაბილონის ისტორიაში დიდი როლი ითამაშეს. არამ-დამასკო არამელთა მთავარი სახელმწიფო გახლდათ. მას მეფეები მართავდნენ, ქვეყნის ეკონომიკა კი ტყავის და ბეწვის წარმოებას ეყრდნობოდა. არამელები მთელ აღმოსავლეთში იყვნენ ცნობილი ამით და მეზობელი ხალხები მათგან ყიდულობდნენ ან სხვა ნივთებში უცვლიდნენ გამზადებულ-გასუფთავებულ ტყავს და ბეწვს, რომელსაც სირიელი მომთაბარეები ამზადებდნენ. იყო დრო როდესაც არამის მეფეები მთელ აღმოსავლეთ ზღვისპირეთს აკონტროლებდნენ სავაჭრო ფინიკიური ქალაქების გარდა, რომლებთანაც დამასკოს გაცხოველებული ვაჭრობა და გაცვლა-გამოცვლა ჰქონდა. პირველი და მეორე ათასწლეულის დროს გაძლიერებული არამელები ძალებს. ყველაზე ძლიერი არამეული სამეფო სირიაში მდებარე დამასკო იყო.


წყარო

ბიბლიის სამხედრო ენციკლოპედია

იხილე აგრეთვე

არამეული არმია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები