არბიტრი (მოსამართლე)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

არბიტრი (მოსამართლე) - (arbiter), ძველ რომში პრეტორის მიერ მოხმობილი ექსპერტი, რომელიც შუამავლის ან მესამე მოსამართლის ფუნქციას ასრულებდა. არ იყო შეზღუდული როგორც მოსამართლე, მკაცრი იურიდიული ნორმებით და შეეძლო ეკვიტასის (სამართლიანობის) საფუძველზე ეწარმოებინა საქმე. ამიტომ, ყველა თავისუფალ სასამართლო პროცესს, რომელიც მკაცრად განსაზღვრული ფორმულის გარეშე მიმდინარეობს, ეწოდება არბიტრიუმი (arbitrium).

არბიტრებს ხშირად ვხვდებით იმ პროცესებზე, რომლებიც საზღვრების დავას შეეხება. არბიტრს ზოგჯერ უწევდა ფულადი ჯარიმის განსაზღვრაც, ამიტომ მოსამართლეს (iudex) ხშირად უწოდებენ arbiter datus-ს, პირს, რომელსაც იწვევდა სასამართლო მაგისტრატი და ავალებდა სასამართლო პროცესისათვის მნიშვნელოვანი საქმიანობის გაწევას.

დიდი საზოგადოებრივი მნიშვნელობა ჰქონდა ასევე არბიტრს, როგორც არა სასამართლო, არამედ კერძო შუამავალს (arbiter ex compromisso). კერძო შუამავლის მოწვევა ორივე მხარის თანხმობის საფუძველზე ხდებოდა და მხარეები კისრულობდნენ ვალდებულებას, გადაეხადათ ფულადი ჯარიმა. იმ შემთხვევაში, თუ შუამავალი თავს აარიდებდა დაკისრებულ მოვალეობას, გადაეწყვიტა დავა, პრეტორს შეეძლო მხოლოდ ფულადი ჯარიმა დაეკისრებინა მისთვის (მულტა - მაგისტრატის ბრძანებით დაკისრებული ჯარიმა დაუმორჩილებელი მოქალაქის მიმართ).



წყარო

დემოკრატიული ტენდენციები: ანტიკური სამყარო და საქართველო(ენციკლოპედიური ცნობარი), რედაქტორი ქეთევან აბესაძე, თბილისი, 2012.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები