არბოს წმინდა გიორგის ეკლესია (დარბაზული)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

არბოს წმინდა გიორგის ეკლესია - არქიტექტურული ძეგლი მდებარეობს სოფელ არბოში, ნ. ლომოურის სახლ-მუზეუმის ჩრდილო-აღმმოსავლეთით. სავარაუდოდ თარიღდება განვითარებული ფეოდალური ხანით.

ეკლესია დარბაზულია (9,3X5.9 მ), ნაგებია რიყის ქვით. კუთხეები, სარკმლები და ლავგარდანი თლილი ქვისაა. თლილი ქვითაა მოპირკეთებული აღმოსავლეთი ფასადიც. შენობა დაზიანებულია: დანგრეულია სამხრეთი და დასავლეთი მინაშენები და წრიული კოშკი. ეკლესიას შესასვლელი ორი აქვს: ერთი სამხრეთი კედლის დასავლეთ ნაწილშია, მეორე – დასავლეთ კედელში. ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე ვიწრო სარკმელია. თითო ვიწრო სარკმელი აფსიდის ორივე მხარეს არსებულ მაღალ თაღოვან ნიშებშიცაა. ორი სარკმელი სამხრეთ კედელშია, ერთი – დასავლეთისაში კამარის საბჯენი თაღი ეყრდნობა გრძივი კედლების წყვილ ორსაფეხურიან პილასტრებს. გრძივ კედლებზე დეკორატიული თაღებია.

აღმოსავლეთი ფასადის სარკმელთან, ქვაში გამოკვეთილია ხარის თავი.

ბიბლიოგრაფია

1.არბო //საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა.ტ.5.-თბ.,1990.
2.არბო //საქართველო:ენციკლოპედია.-თბ.,1997.-გვ.189. სოფ. არბოს წმინდა გიორგის სახელობის დარბაზული ეკლესიის (X ს.) მოკლე აღწერა. სოფ. არბოს წმინდა გიორგის სახელობის დარბაზული ეკლესიის (X ს.) მოკლე აღწერა.
3.გარსევანიშვილი ალ. არბოს ანუ გერისთავის წმ. გიორგის ეკლესიის აღშენებისათვის //ცისკარი.-1866.-N15.-გვ.341. არბოს ანუ გერისთავის წმ. გიორგის სახელობის ეკლესიის აშენების ისტორია.
4.{ლომოური ნიკო} არბოელი. ხმა პროვინციიდან (სოფ. არბოს ეკლესია,ბელოთის ციხე)//მწყემსი.-1892.-N18.-გვ.3-7. მოკლე ცნობები არბოს წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიისა და ბე[ო]ლოთის ციხის შესახებ.
5.მაკალათია ს. ლიახვის ხეობა.-თბ.,1971.-გვ.63. მოხსენიებულია სოფელ არბოს ღვთისმშობლის სახელობის პატარა და XIX საუკუნეში აშენებული დიდი ეკლესიები.მოცემულია ხუროთმოძღვრული დახასიათება.
6.მეგრელიძე ი. წარწერები და სხვა სიძველეები ლიახვის ხეობაში //მაცნე.-1963.-N5.-გვ.205-208.ბსოფ. არბოს მატერიალური კულტურის ძეგლები. წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის აგების შესახებ საისტორიო მასალისა და ხალხური გადმოცემების მიხედვით.
7.არბოს წმ. გიორგის ეკლესია //ბოჭორიძე გ. ქართლის ეკლესია-მონასტრები და სიძველეები.-თბ.,2011.-გვ.1-9.

წყარო

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები