არდვისურა ანაჰიტა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

არდვისურა ანაჰიტა – „უბიწო არდვი“, ირანულ (საშუალო სპარსულ) მითოლოგიაში წმიდა წყლებისა და ნაყოფიერების ქალღმერთი, რომელიც წარმოდგენილია მშვენიერი, ძლიერი, კეთილაღნაგი, დიდგვაროვანი, კეთილშობილი ქალწულის სახით. თავზე ოქროსგან გამოჭედილი და ვარსკვლავებით გაწყობილი გვირგვინი ახურავს, ოქროს საყურეები და ფარღული ამშვენებს. მისი სამყოფელი ვარსკვლავეთია, იგი მოგზაურობს ეტლით, რომელშიც ოთხი ცხენია შებმული, გზადაგზა ანადგურებს ავსულებს და ყველა მავნებელ არსებას. მას შესთხოვენ როგორც ბუნების, ისე ყველა ქმნილების ნაყოფიერებას; იგი მფარველობს თვალუწვდენელ საძოვრებზე მობალახე საქონელს.


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები