არენსკი ანტონ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ანტონ არენსკი

ანტონ არენსკი - (რუს. Аре́нский Анто́н 30. VI. 1861, ნოვგოროდი,-12. II. 1906, ტერიოკი), რუსი კომპოზიტორი, პიანისტი, დირიჟორი, პედაგოგი.

რიმსკი-კორსაკოვის მოწაფე (კომპოზიცია). 1901-იდან გამოდიოდა როგორც პიანისტი და დირიჟორი რუსეთსა და უცხოეთში. 1882-იდან მოღვაწეობდა მოსკოვის კონსერვატორიაში. მოწაფეები: ს. რახმანინოვი, ა. გოლდენვეიზერი და სხვ.

ნაწარმოებები: ოპერები „სიზმარი ვოლგაზე“ (1860), „რაფაელი“ (1890), „ნალი და დამაიანტი“ (1904). ბალეტი „ეგვიპტის ღამეები“ (1908), 2 სიმფონია, ფანტაზია ი. რიაბინინის თემებზე ფორტეპიანოსათვის ორკესტრთან ერთად, საფორტეპიანო კვინტეტი, 2 სიმებიანი კვარტეტი, 2 საფორტეპიანო ტრიო და სხვ.






წყარო

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები