არეშის წარწერები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

არეშის წარწერები − (IX-Xსს.), ქართული ეპიგრაფიკული ძეგლები, შესრულებულია კვარცხლბეკიან ქვის სტელაზე, რომელიც 1942 წ. აღმოაჩინეს სოფელ კუმურდოსა და სოფელ დანკალს შორის მდებარე არეშის ნასოფლარის ახლოს. სტელაზე გამოიყოფა წარწერათა ორი ჯგუფი. ყველა წარწერა სრული სახით შემონახული არ არის:

I – წარმოადგენს ეპიგრაფიკულ საბუთს – გურგენ კურაპალატის ძის შეწირვის აქტს კუმურდოს საყდრისადმი, თარიღდება 881-891 წწ., მდებარეობს სტელის ბაზის ჩრდილოეთ წახნაგზე, შესრულებულია ასომთავრულით: [ქ სახელითა ღმრთისაღთა აშოტ ერისთავთა ერისთავმან] ძემ(ა)ნ გ(უ) რგ(ე)ნ კურაპალ[ატი]|სამ(ა) ნ [შ](ე)[წ](ი)[რ]ა არ(ე)შტი ს(ა)ყდ(ა)რსა კ(უ)მ(უ)|რდ(ო)ჲსა-სად;

II – მლოცველთა მოსახსენიებლები: 1. სტელის კვარცხლბეკის დასავლეთ წახნაგზე მდებარეობს განუსხურებისაკენ მიდრეკილი მთავრულით, სხვადასხვა ხელით შესრულებული სამი წარწერა. წარწერები სტელის აღმართვის თანადროული არ უნდა იყოს. პალეოგრაფიულად X ს. თარიღდება:
ქ(რისტ)ე შ(ეი)წყ(ა)ლე - წ –...
ქ(რისტ)ე შეჲ(წყალე) გ(იორ)გჲ
გ) ქ(რისტ)ე შ(ე)ი(წყალე) გ(იო)რ(გ)ლსძე ამა...
ა(დი)დ(ე) ნ(ა)თან(ე)[ლ] {და} გ(იორ)გ(ი)

სტელის კვარცხლბეკის სამხრეთ წახნაგზე მდებარეობს ასომთავრულით, ერთი ხელით შესრულებული სამი წარწერა. წარწერები პალეოგრაფიულად X ს. თარიღდება:
ა) ქ(რისტ)ე შ[ეიწყალე]
ბ) ქ(რისტ)ე შ(ეიწყალ)ე ნ(ა) [თ](ან)ე[ლ]
გ) ქ(რისტ)ე

დღეს სტელა დაცულია კუმურდოს ტაძრის ეზოში, დგას ტაძრის სამხრეთ კედლის გასწვრივ.

ვ. კეკელია

ლიტერატურა

  • სილოგავა ვ., არეშის წარწერა, წგ.: ენციკლოპედია ქართული ენა, თბ., 2008;
  • ქართული წარწერების კორპუსი, ტ.1, ლაპიდარული წარწერები, ნ. შოშიაშვილის გამოც., თბ., 1980;
  • ჯავახიშვილი ა., სტელა ასომთავრული წარწერით ნასოფლარ არეშის მახლობლად, საქ. სსრ მეცნ. აკადემიის „მოამბე“, 1944, ტ. 5, №7.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები