არვითაგაგი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

არვითაგაგ-ი (ოს. Æрвитæггаг – „ძღვენის გაგზავნა“) — საახალწლოდ მშობლებთან სტუმრად მყოფი გათხოვილი თანამოგვარე ქალიშვილებისათვის ძღვენის გაგზავნის ჩვეულება. ახლობელი თანამოგვარეები თავს ვალდებულად თვლიდნენ ნათესავი სტუმრისთვის მიერთმიათ სამი ცალი ღვეზელი, ლუდი და არაყი და ამით მიელოცათ მისთვის ახალი წელიწადი. არვითაგაგი მრავალ ხალხში ცნობილი ჩვეულების — საახალწლოდ საწესო საჩუქარგაცვლის რიგში უნდა განვიხილოთ.


ლიტერატურა

Гаглойти З. Д. Очерки по этнографии осетин. Тб., 1974; Калоев Б. А. Осетины: Историко-этнографическое исследование. 3-е изд. М., 2004.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები