არვღილი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

არვღილ-ი (ოს. Æрвгъил – „ციური ძელი“)საკულტო დანიშნულების ფიწლისებური ძელი სამსხვერპლო ცხოველის (ხარის, ცხვრის ან თხის) ზედჩამოკიდებული ტყავით; გამოიყენება ჭექა-ქუხილის ღვთაების — ვაცილასადმი მიძღვნილ დღესასწაულებში. მისი აღმართვა ოსებმა და კავკასიის სხვა ხალხებმა იცოდნენ მეხნაკრავი ადამიანის გარდაცვალების ან დაშავების ადგილზე (ჭირისუფალი ვალდებული იყო ყოველწლიურად განეახლებია არვღილი ვაცილასადმი მიძღვნილ მსხვერპლშეწირვასთან ერთად).

გვალვის დროს წვიმის გამოთხოვის მიზნით მოზარდები აღნიშნულ ძელს სოფლიდან სოფელში ხელით დაატარებდნენ საწესო სიმღერის თანხლებით, რათა ვაცილასგან სათანადო წყალობა მიეღოთ. საინტერესოა აღინიშნოს, რომ დიგორელი ოსები ამავე ტერმინით აღნიშნავდნენ ნორჩი ფიჭვის ხეს, რომელსაც ავღიელ განაგი („არვღილის მკეთებელი“) ტყეში ჭრიდა და მსხერპლშეწირვის ადგილზე აღმართავდა („ნიქოლაიი ქუვდი“). ასევე საინტერესოა, რომ ა. იანოვსკის მიხედვით ზემოაღნიშნულ საკულტო საგანს „ვაჩილა“ ეწოდება.



ლიტერატურა

  • Басилов В. Н., Коычев В. П. Николайи кувд. Осетинское празднество в честь патрона селения // Кавказский этнографический сборник. VI. М., 1976;
  • Яновский А. Осетия. Цхинвали, 1993; Дзадзиев А. Б., Дзуцев Х. В., Караев С. М. Этнография и мифология осетин. Владикавказ, 1994;
  • Чибиров Л. А. Феномен дерева в мировозрении осетин // ДЭС. Памяти М.-З. Османова. Махачкала, 2009.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები