ართა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ართა(ირან.) ერთ-ერთი ამეშა სპენტა, ჭეშმარიტებისა და სიმართლის მფარველი სული, სრულად ართა ვახიშთა „საუკეთესო სიმართლე“, თავად სიმართლის განსახიერება.

ამ სიტყვიდან წარმოდგება ქართული სიტყვა მართალი, „ართას მიმდევარი“, ირანულად – ართავან. იგია სამყაროს კანონი, რომელიც მოქმედებს საზოგადოებაში და ყველაფერს – საგანთა, მოვლენათა, ღვთაებათა და ადამიანთა სოციალურ და ზნეობრივ ურთიერთობებს აწესრიგებს. არის გამოთქმა: „არსებობს მხოლოდ ერთი გზა – ართას გზა, დანარჩენი ყველაფერი უგზოობაა“.

აქემენიდების ხანაში ართა სახელმწიფოს წესრიგის იდეამდე შევიწროვდა, იგი კეთილი ღვთაებრივი მეფობის განსახიერებად მიიჩნეოდა. ართას უპირისპირდება დრუგა.


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები