არითმეტიკული უნარ-ჩვევების აშლილობა სპეციფიკური

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

არითმეტიკული უნარ-ჩვევების აშლილობა სპეციფიკური - (F81.2), (arithmetical skils disorder, specific), დარღვევა, უპირატესად გამოხატული ძირითად არითმეტიკულ უნარ-ჩევებში (შეკრება, გამოკლება, გამრავლება და გაყოფა), ვიდრე უფრო აბსტრაქტულ მათემატიკურ უნარებში, რომელიც ალგებრაში, ტრიგონომეტრიაში, გეომეტრიასა და კალკულაციაში გამოიყენება. (ჯმო-ს ფსიქიატრიის ლექსიკონები)

პირველად ეს ტერმინი გამოყენებულ იქნა DSM-IV-ში, ხოლო ICD-10-ში შესულია ფრჩხილებში მოცემული ტერმინი. არითმეტიკული ოპერაციების წარმოების სირთულეები შემდეგი, ყველაზე გავრცელებული განვითარების სპეციფიკური აშლილობაა. პრობლემები გულისხმობს მარტივი მათემატიკური კონცეფციების გაგების სიძნელეებს, ციფრებისა და მათემატიკური სიმბოლოების ცნობის უუნარობას, არითმეტიკული მოქმედებების შესრულების სირთულეებსა და მათემატიკური ცხრილების დასწავლის შეუძლებლობას. ეს პრობლემები არ არის გამოწვეული სწავლის საშუალების არქონით და თავს იჩენს მათემატიკის სწავლის დაწყებისთანავე. მიუხედავად იმისა, რომ მათემატიკური უნარების აშლილობა ნაკლებად იწვევს უნარშეზღუდულობას ყოველდღიურ ცხოვრებაში, ვიდრე კითხვის აშლილობა, იგი დაკავშირებულია ემოციურ დისტრესთან სკოლაში.

სარჩევი

ეპიდემიოლოგია

სხვადასხვა კვლევის მიხედვით, გავრცელების სიხშირე მერყეობს 1.3_6%-ის ფარგლებში და ხშირად ვლინდება კითხვის სპეციფიკურ აშლილობებთან ერთად.

ეტიოლოგია

ეტიოლოგია ბოლომდე ცნობილი არაა, მაგრამ ნაჩვენებია კოგნიტური დეფიციტი, კერძოდ, მუშა მეხსიერების დაქვეითება. ზოგჯერ მოზრდილებში თხემის წილის დაზიანების დროს ვითარდება დისკალკულაცია, თუმცა მათემატიკური უნარების აშლილობის მქონე ბავშვებში ტვინის არანაირი დაზიანება არ დასტურდება.

დიაგნოზის დასმა ხდება ვექსლერის ინტელექტის ტესტის ბავშვთა (Wechsler Intelligence Scale for Children WISC და მოზრდილთა (Wechsler Adult Intelligence Scale WAIS) ვერსიების არითმეტიკული ქვესკალის საფუძველზე და სხვა სპეციფიკური ტესტებით. მკურნალობა ითვალისწინებს დამატებით გაკვეთილებს, მაგრამ მათი ეფექტურობა და დაავადების პროგნოზი, ჯერჯერობით, შესწავლილი არაა. (ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში)

სინონიმი

  • აკალკულია, განვითარებასთან დაკავშირებული - developmental acalculia
  • დისკალკულია - dyscalculia



წყარო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ფსიქიატრიის ლექსიკონები ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები